მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 9:55

54. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?55. მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?56. რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 9
55. მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად და ძლიერად, ხოლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამე-თუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა უწყი-თა, რომლისა სულისანი ხართ?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, არამედ სული შვილებისაჲ“; რამეთუ ძუელთა მათ აქუნდა სული წმიდაჲ, გარნა სხუათა ვერ მისცემდეს, ხოლო მოციქულთა მრავალნი ბევრნი აღავსნეს. და ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოღებაჲ ეგულებოდა, და ესევითარი იგი მადლი არღა იყო მოცემულ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“, რამეთუ უფალი ამის მადლისათჳს იტყოდა. ამისთჳს მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ“, ესე იგი არს, მოცემულ არღა იყო ესევითარი იგი მაღალი მადლი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო“ (7,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდებულად“ ჯუარ-ცუმასა უწესს; „არღა დიდებულ იყო იესუ“, ესე იგი არს, არღა ჯუარცუმულ იყო, რამეთუ დიდებაჲ ქრისტესი ჯუარი არს. რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ვიყვენით და შეცოდებულნი და დაკლებულნი მადლისა მისგან ღმრთისა დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კთ ვითარმედ სიმშჳდით ჯერ-არს მხილებაჲ და განმართებაჲ ცოდვილთაჲ და არა რისხვით:

...(მიქ. 6,3) და კუალად ახალსა ამას შინა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“ და კუალად, ოდეს-იგი მოუჴდეს მოწაფენი და ეტყოდეს გარდამოსლვად ცეცხლისა და დაწუვად მათ, რომელნი-იგი წინააღუდგეს, შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: „ანუ არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?“ ეგრეთვე ამას ადგილსა არა ჰრქუა მათ: ეჰა შეგინებულნო და არაწმიდანო, მტერნო ცხორებისა კაცთაჲსანო! არამედ აწ ისმინეთ, ვითარ ეტყჳს: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ და კუალად იგავსა მას შინა უბრძანაო სახლისა უფალმან მონათა თჳსთა, რაჲთა აცადონ და არა აღმოფხურან ღუარძლი იგი, არამედ დროებაჲ სინანულისაჲ მისცენ. ამისთჳსცა მრავალთა შეინანეს და იქმნეს მოსწრაფე; რომელნი პირველ ხენეშ იყვნეს და უკუანაჲსკნელ, ვითარცა მნა-თობნი, გამობრწყინდეს, ვითარ-იგი პავლე და მეზუერე და ავაზაკი და სხუანი მსგავსნი მათნი, რომელნი-იგი ღუარძლ იყვნეს და იქმნეს იფქლ წმიდა. რომელ-ესე დაღაცათუ თესლსა ზედა არა იქმნების, თუმცა ღუარ-ძლი იფქლად გარდაიქცა, არამედ კაცთა ზედა იქმნების, რამეთუ არა საზ-ღვართა მიერ ბუნებისათა შეკრულ არს ამას ჯერსა ზედა სული კაცისაჲ, არამედ აზნაურებითა თჳთმფლობელობისაჲთა პატივცემულ არს და ნებასა ზედა მისსა არს; გინა თუ კე...

სრულად ნახვა