მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 9:60

59. ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ.61. ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 9
60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.

აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწუალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ექადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“ (22,31-32).:

...პირველსა მას არა წინააღუდგების, რამეთუ მკუდარნი აჴსენნა მოციქულმან ჴორცითა მომკუდარნი, რომელთა ეგულების კუალად აღდგომაჲ, და ცხოელნი, რომელნი ჯერეთ სოფელსაღა შინა იქცევიან. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ: იცის წერილმან სხუაჲცა სახე მკუდრობისაჲ, რომლისათჳსცა იტყჳს: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“. ყოვლით კერძოვე უკუე სხუასა პირსა ზედა თქუმულ არს ესე, თუ: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი“, და სხუაჲ არს სიტყუაჲ იგი: „რაჲთა მკუდართა ზედა და ცხოელთა უფლებდეს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“ (22,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა, თუ: „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“, არა თუ სადუკეველთათჳს თქუა. ნუ იყოფინ! არამედ იგინი იძლინეს და სირცხჳლეულნი წარვიდეს, ხოლო ერმან მან მარტივმან, რომელნი არა უკე-თურებითა შეპყრობილ იყვნეს, მიიღეს სარგებელი, რამეთუ „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“.

სწავლაჲ ო ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს

ვინაჲთგან უკუე გუასწავა უფალმან, ვითარ აღესრულების წესი მერმისა მის აღდგომისაჲ, „ვითარცა ანგელოზნი იყვნენო ცათა შინა“, მოედით აწ, მორწმუნენო, ვიღუაწოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა მივემთხჳნეთ პატივსა მას ანგელოზთა თანა დგომისასა და არა დავისაჯნეთ ბნელსა მას...

სრულად ნახვა