7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. 8. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
ძეო, ამბობს, მის უკანასკნელ მონის ყოფნის ღირსიც კი არ ვარ, რომელიც საკვრელს, ანუ კვანძს შეხსნიდა მისი ჩექმების თასმებზე. თუმცა იგებდნენ ასეც: ყველა ვინც მოდიოდა და ნათელს იღებდა იოანესაგან, სინანულის მეშვეობით თავისუფლდებოდა საკუთარი ცოდვების საკვრელთაგან, იწამებდა რა ქრისტეს. ამდენად, იოანე ყველას შეუხსნიდა ხოლმე თასმებსა და ცოდვის საკვრელთ, ხოლო იესოსთვის არ შეეძლო შეეხსნა ამგვარი თასმა, ვინაიდან მას ვერც უპოვა ეს თასმა, ანუ ცოდვა.