მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:37

36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ?37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 10, მ. 1-9)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. 2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...დაფარულ იყო მათგან სიტყუაჲ იგი და ვერ გულისჴმაჰყოფდეს. ; (18,34) რამეთუ ესოდენ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს, ვიდრეღა ძენი ზებედესნი მოუჴდეს და ზემოჯდომისათჳს ეტყოდეს: „მომეც ჩუენ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით დღესა მას დიდებისასა“. ხოლო ვითარ აწ მათე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: დედაჲ მათი მოუჴდა და ითხოვდა ამას? - რამეთუ ორივე იქმნა. ვედრებაჲ ესე მათი იყო, გარნა მიიყვანეს დედაჲცა მათ თანა მეხჳშნედ, რაჲთა უმეტესად დაარწმუნონ ქრისტესა მიცემად მათა თხოაჲ იგი. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე და მათი იყო უფროჲსღა თხოაჲ იგი, არამედ რიდობისაგან და სირცხჳლისა წარმოადგინეს დედაჲ თჳსი ვედრებად, იხილეთ, ვითარ მათა მიმართ ყო უფალმან სიტყუაჲ თჳსი და არა დედისა მიმართ.

ვისწაოთ უკუე პირველად, თუ რასა ითხოენ და ვინაჲ მოვიდეს თხოასა ამას. ჰხედვიდეს თავთა თჳსთა უფროჲს სხუათასა პატივცემულად და ამისთჳს ჰგონებდეს მიმთხუევად სათხოელსა მას.

ხოლო რაჲ არს ესე, რომელსა ითხოენ? ისმინე ლუკა მახარებელისაჲ, რომელი განცხადებულად გამოაჩინებს ამას და იტყჳს, ვითარმედ: „მოახლებულ იყო იერუსალჱმს იესუ, და ჰგონე...

სრულად ნახვა