მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 12:32

31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე;33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 12
32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

...ი და გზაჲ სათნოებისაჲ იცან.

და ეგრეთცა არავე სრული ქებაჲ მისცა მას, არამედ უჩუენა, ვითარმედ ნაკლულევან არს. რამეთუ რომელ-იგი ჰრქუა, თუ: „არა შორს ხარ“, უჩუენა, ვითარმედ არა მახლობელ არს, არამედ აქუს ნაკლულევანებაჲ და უჴმს მისი ძიებაჲ. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ“, და აქო სიტყუაჲ მისი უფალმან, ნუ გიკჳრს ესე, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის გულისსიტყუათაებრ მკითხველთაჲსა მისცემდა ქრისტე პასუხსა.

რაჲსათჳს უკუე აწ აქო კაცი იგი, რომელმან თქუა, ვითარმედ: გარეშე მამისა არავინ არს სხუაჲ ღმერთი? ესე ამისთჳს: ვინაჲთგან არა იყო ჟამი ჯერეთ გამოცხადებად ღმრთეებისა თჳსისა, დაუტევა იგი თჳსსავე გულისსიტყუასა ზედა და აქო მეცნიერებისათჳს ძუელისა მის შჯულისა, რაჲთა ჟამსა თჳსსა ისწაოს მან ახალიცა. რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ ღმერთი“, ძუელსა შჯულსა შინა და ყოველსავე წერილსა არა შეურაცხებად ძისა თქუმულ არს, რამეთუ სწორ არს იგი მამისა ძალითა მით და ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, არამედ წინააღმდგომად კერპთა თქუმულ არს. ამისთჳს ესეცა ამის პირისათჳს საქებელ-ყო, ხოლო თავისა თჳსისათჳს, ი...

სრულად ნახვა