მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22

სახარებაჲ მათესი 22 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და...

სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).

ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.);...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას“ (22,15).

მაშინ, ოდეს-იგი თანაედვა ლმობიერებად მოსლვაჲ და განკჳრვებად დიდისა მისთჳს კაცთმოყუარებისა მისისა, ოდეს-იგი უჴმდა შეშინებაჲ მერმისა მისთჳს სასჯელისა, ოდეს გარდასრულთაგან თანაედვა მომავალისაცა დარწმუნებად და უკეთურებისაგან მოქცევაჲ, მაშინ უმეტესადღა გარდაჰმატეს სიბოროტე მათი. და ვინაჲთგან აღჳრ-სხმად უკეთურებისა მათისა ვერ უძლო, და კუალად განცხადებულად ჴელთა დასხმად ვერ...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, ვითარმედ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან და გამოსცდიდა მას: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?“ (22,34-36).

კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკეველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ რაჲთა განსაცდელი დაურწყონ. ამისთჳს...

სარჩევი