📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, ვითარმედ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან და გამოსცდიდა მას: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?“ (22,34-36).
კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკეველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ რაჲთა განსაცდელი დაურწყონ. ამისთჳს წარმოდგა რეცა შჯულისმეცნიერი და ეტყჳს: „რომელი მცნებაჲ უფროჲს არსო?“
რამეთუ ვინაჲთგან ესე იყო პირველი მცნებაჲ, თუ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი“, ამისთჳს ესე სიტყუაჲ წინაუყვეს, ნუუკუე სხუაჲ რაჲმე თქუას და თავისა თჳსისა მიმართ მიიზიდოს პატივი, და ესრეთ პოონ მათ სიტყუაჲ მისა მიმართ. ხოლო ქრისტეს ენება ჩუენებად მათდა, ვითარმედ ამისთჳს ჴელ-ჰყოფენ სიტყუათა მათ გამოცდისათა, რამეთუ არა აქუს ყოვლადვე სიყუარული, არამედ სავსე არიან შურითა. მიუგო და ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო ჰკითხეს სადუკეველთა სახე აღდგომისაჲ და თავადმან უმეტესიცა კითხვისა მათისაჲ განუმარტა, ეგრეთვე აქა ყო. ჰკითხეს, თუ: „რომელი არს პირველი მცნებაჲ?“ და თავადმან მეორეცა აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს მისა მიმართ აღმყვანებელი, და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ „სიყუარულსა არა შურნ“,1 არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.
ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.2
1 1 კორ. 13,4. 2 მარკ. 12,34.
არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ და შეიკდიმა და სარგებელ ეყო, ამისთჳს აქო იგი უფალმან. რამეთუ არა პირველ აქო, არამედ ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული მოყუსისაჲ „უფროჲს არს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა“.1 მაშინ ჰრქუა უფალმან: „არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ სთქუ სიტყუაჲ ჭეშმარიტი და გზაჲ სათნოებისაჲ იცან.
და ეგრეთცა არავე სრული ქებაჲ მისცა მას, არამედ უჩუენა, ვითარმედ ნაკლულევან არს. რამეთუ რომელ-იგი ჰრქუა, თუ: „არა შორს ხარ“, უჩუენა, ვითარმედ არა მახლობელ არს, არამედ აქუს ნაკლულევანებაჲ და უჴმს მისი ძიებაჲ. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ“,2 და აქო სიტყუაჲ მისი უფალმან, ნუ გიკჳრს ესე, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის გულისსიტყუათაებრ მკითხველთაჲსა მისცემდა ქრისტე პასუხსა.
რაჲსათჳს უკუე აწ აქო კაცი იგი, რომელმან თქუა, ვითარმედ: გარეშე მამისა არავინ არს სხუაჲ ღმერთი? ესე ამისთჳს: ვინაჲთგან არა იყო ჟამი ჯერეთ გამოცხადებად ღმრთეებისა თჳსისა, დაუტევა იგი თჳსსავე გულისსიტყუასა ზედა და აქო მეცნიერებისათჳს ძუელისა მის შჯულისა, რაჲთა ჟამსა თჳსსა ისწაოს მან ახალიცა. რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ ღმერთი“,3 ძუელსა შჯულსა შინა და ყოველსავე წერილსა არა შეურაცხებად ძისა თქუმულ არს, რამეთუ სწორ არს იგი მამისა ძალითა მით და ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, არამედ წინააღმდგომად კერპთა თქუმულ არს. ამისთჳს ესეცა ამის პირისათჳს საქებელ-ყო, ხოლო თავისა თჳსისათჳს, ისმინეთ, ვითარი სიტყუაჲ წინაუყო ამას ჟამსა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?4 უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,41-45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, თუ რავდენთა სასწაულთა, რავდენთა საკჳრველებათა, რავდენთა სწავლათა შემდგომად გამოაცხადა სიტყუაჲ ესე, რაჲთა ვერ უძლონ თქუმად, თუ წინააღმდგომ შჯულისა არს და ცუდად ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა. ამისთჳს პირველითგან ესე სიტყუაჲ დაიდუმა. და აწ, შემდგომად დიდთა მათ და მრავალთა სასწაულთა, ჰკით-
1 მარკ. 12,33. 2 მარკ. 12,32. 3 შდრ. 2 სჯ. 6,4. 4 ფსალმ. 109,1.
ხა სიტყუაჲ ესე, რაჲთა აღიარონ მათ თჳსითა პირითა, ვითარმედ ღმერთი არს, თანასწორი მამისაჲ.
პირველად უკუე მოწაფეთა ჰკითხა, ვითარმედ: „რასა იტყჳან კაცნი ჩემთჳს?“1 ანუ „თქუენ ვინ გგონიე მე?“2 რამეთუ კეთილ და შუენიერ იყვნეს გონებანი მათნი და არა დაბნელებულ არმურითა მით ვნებათაჲთა. ამისთჳსცა პირ ექმნა ყოველთა ნეტარი პეტრე და ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“.3
ხოლო ჰურიათა მიმართ უკეთურთა არა ესრეთ ყო, რამეთუ იცოდა მგმობარი იგი გონებაჲ მათი, არამედ აწ, ოდეს-იგი მივიდოდა ვნებად, შემოიღო სიტყუაჲ ესე და წინაჲსწარმეტყუელი შორის წარმოადგინა, რომელი-იგი უფლით ხადის მას და ჴმამაღლად ქადაგებს. პირველად უკუე მათ ჰკითხა, და ვინაჲთგან ჭეშმარიტი არაჲ მიუგეს, არამედ თქუეს კაცად ლიტონად, განჰმართებს ცთომილსა მას გულისსიტყუასა მათსა. ამისთჳს დავითს მოიყვანებს მქადაგებელად ღმრთეებისა მისისა და უფლებისა, და ვითარმედ ძე არს თანასწორი და თანამოსაყდრე მამისაჲ; და ესეცა შეს-ძინა: „ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთაო“, რაჲთა გულისჴმა-ყონ უბადრუკთა მათ და შეშინდენ.
ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ კაცობრივ რაჲმე არს სიტყუაჲ იგი, ამის-თჳს, ჰკითხა რაჲ, თუ: „ვითარ გგონიეს თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს?“ და მათ ჰრქუეს: „დავითისი“, კუალად კითხვისსახედვე ჰრქუა: „ვითარ უკუე დავით სულითა ხადის მას უფლით?“ რაჲთა ყოვლით კერძო სიტკბოებით და სიმშჳდით იყოს სიტყუაჲ მისი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ უკუე დავით სულითა ხადის მას უფლით და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? უკუეთუ დავით უფლით ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,43-45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ჴორციელად ძეობაჲ დავითისი უარ-ყო. ნუ იყოფინ! არამედ მათსა მას იჭუსა განჰმართებს, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ძე ოდენ არს მისი და არა უფალი. ამისთჳს, ჰრქუა რაჲ, თუ: „ვითარ ძე მისი არს?“ ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ესრეთ არს ძე მისი, ვითარ თქუენ იტყჳთ, არამედ უფალი არს მისი ღმრთეებითა, ხოლო წესი-თა მით განკაცებისაჲთა ძე არს მისი. რამეთუ მისისა მის ტომისაგან გამოჩნდა სახიერი იგი უფალი.
აწ უკუე ესე წესი საცნაურ იყავნ განგებისა მისისაჲ, რაჲთა ოდეს სიტყუასა რასმე სიმდაბლისასა იტყოდის, არავინ დაბრკოლდებოდის, რამეთუ მრავალნი არიან მიზეზნი ესევითართა სიტყუათანი, და უფროჲსად - უძლურებაჲ იგი მსმენელთაჲ. ეგრეთვე აწ აქა აღასრულა.
1 მათ. 16,13. 2 მათ. 16,15. 3 მათ. 16,16.
გულისჴმა-ყავ უკუე, ვითარ თჳსსა ჟამსა შემოიღო სიტყუაჲ ესე. ოდეს მწიგნობარმან მან თქუა, ვითარმედ: „ერთ არს უფალი“, მაშინ წინაჲსწარმეტყუელი მოიყვანა მოწამედ, ვითარმედ: ძეცა უფალი არს, სწორი მამისაჲ, და მამასა ქადაგებს შურისმეძიებელად წინააღმდგომთა მათ. ამისთჳს იტყჳს, „ვიდრემდის დავსხნეო მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“, რაჲთა გამოაჩინოს ფრიადი იგი ერთობაჲ და პატივისა სწორებაჲ მამისა და ძისაჲ, რამეთუ ესე სულითა წმიდითა ეუწყა დავითს.
აწ უკუე ესე ყო უფალმან აღსასრულად მათდა მიმართ სიტყჳსა, მა-ღალი და ჭეშმარიტი და შემძლებელი პირთა მათთა დაყოფად. რამეთუ მიერითგან დადუმნეს არა თუ ნეფსით, არამედ რომელ-იგი არა ჰქონდა სიტყუაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვერღარავინ უძლო მას სიტყჳს-მიგებად, არცაღა იკადრა ვინ მიერ დღითგან კითხვად მისა არარაჲ“ (22,46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ იწყლნეს მწიკულევანნი იგი გულნი მათნი, და დაეყვნეს მგმობარნი იგი პირნი მათნი. ხოლო ესე საქმე დიდად სარგებელ ეყო ერსა მას. ამისთჳს, ვინაჲთგან მგელნი იგი განიოტნა, რომელთა არა ინებეს სარგებელი, მერმე ერისა მის მიმართ მიაქცია უფალმან სიტყუაჲ თჳსი.
ხოლო რაჲსათჳს არა ინებეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ესევითართა მათ ღმრთივშუენიერთა სწავლათაგან სარგებელი? ამპარტავანებისაგან და ცუდადმზუაობრობისა მათისა, რამეთუ ბოროტი არს ვნებაჲ ესე და მრავალთავი და ყოველსავე საქმესა შინა შეერთვის. ამის გამო რომელთამე წინამძღურობისათჳს სურის, რომელთამე - ძლიერებისათჳს ჴორციელისა, სხუათა - სიმრავლისათჳს საფასეთაჲსა.
და არა ესე ოდენ, არამედ სათნოებათაცა შეერთვის ესე ვნებაჲ, და რომელნიმე მოწყალებასა და ქველისსაქმესა იქმან მზუაობრობისათჳს, სხუანი მარხვასა და ლოცვასა აღასრულებენ; და ყოვლით კერძო მრავალ თავ ასხენ ამას მჴეცსა.
სწავლაჲ ოა ზუაობისათჳს და მაჩუენებლობისათჳს
მოედით უკუე, მცირედ ვთქუათ მათდა მიმართ, რომელნი მიდრეკილ არიან შედგომად ამის ვნებისა. გარნა რომელთა-მე მიმართ ვყო სიტყუაჲ ჩემი? რომელნი საფასეთა ზედა ზუაობენ, ანუ რომელნი სამოსელთა, გინა მთავრობათა, გინა თუ მოძღურებათა, ანუ ძლიერებათა, ანუ თავჴედობა-თა, ანუ რომელნი-იგი შემდგომად სიკუდილისა ზუაობენ? რამეთუ ესოდენ მრავალფერ არს ვნებაჲ ესე, ვიდრეღა ამასცა იქმს. ამისთჳს მრავალგზის მესმის, ვითარმედ იგი ვინმე მოკუდა და ესე რაჲმე ანუ იგი რაჲმე განაწესა, რაჲთა საქებელ და სახელოან იქმნას. რომელთა-მე მიმართ უკუე ვყო სიტყუაჲ? რამეთუ არა კმა არს ერთი სიტყუაჲ ყოველთა მიმართ.
გარნა მათდა მიმართ მივაქციო სიტყუაჲ, რომელნი ქველისსაქმესა ზედა, ანუ მარხვასა, ანუ ლოცვასა ზუაობენ, რამეთუ უფროჲს ყოველთასა ესენი ცრემლთა ღირს არიან, რომელ შრომასა თავს-იდებენ და სასყიდელსა წარიწყმედენ. გულისჴმა-ყავ, კაცო, ვითარმედ დიდებასა მას ღმრთისამიერსა რაოდენცა ეძიებდე, უმეტესად შეგიყუარებს ღმერთი და მოგანიჭებს, ხოლო კაცთამიერსა რაოდენცა ეძიებდე, ღმრთისაცა საძულელ იქმნები და კაცთაცა.
რაჲსათჳს უკუე იქმ ვაჭრობასა ამას ხენეშსა, რომელ ღმერთსა მოუპყრიეს მარჯუენე მოცემად სასყიდელთა გამოუთქუმელთა, და შენ გარემიაქცევ მას და კაცთაგან ეძიებ სასყიდელსა, რომელნი ყოვლადვე არარას მიგცემენ?
არა გესმისა სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: ყოველივე, რომელიცა ვინ კაცთა საჩუენებელად ქმნას, წარუწყმედიეს სასყიდელი თჳსი?1 რამეთუ ყოველსავე ზედა საქმესა ზუაობაჲ ბოროტ არს, ხოლო უფროჲს ყოვლისა - ქველისსაქმესა ზედა. ვითარ უკუე ვიჴსნეთ თავნი ჩუენნი ამის ბოროტისა ვნებისაგან?
უკუეთუ მოვიგოთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვცნათ, თუ ვინაჲ ვეძიებდეთ დიდებასა. მითხარღა, საყუარელო, ვინ არს მოძღუარი და შჯულისმდებელი ქველისსაქმისაჲ და სხუათა მათ სათნოებათაჲ? საცნაურ არს, ვი-თარმედ ღმერთი, რომელმან წესი ესე დაგჳდვა და ყოველივე უცთომელად უწყის.
ხოლო შენ, უკუეთუ ასპარეზსა ისწავლიდე, ანუ რკინობასა, ანუ ფილოსოფოსობასა, ვისა წადიერ ხარ ჩუენებად ჴელმარჯუეობისა და გონიერებისა და სიმჴნისა შენისა? მასწავლელსა მას შენსა ანუ ღჳნისმოფარდულთა და მხლისმსყიდელთა და მეთევზურთა, რომელთაგან არცა ერთი გაქუს სარგებელი? მე ვჰგონებ, თუ მრავალთა მათ და უსწავლელთა ერთა არცა ერთი გაქუნდეს ზრუნვაჲ, არამედ მისა ხოლო ჰხედვიდი, რომელიიგი უფალ არნ საქმისა მის შენისა.
ვითარ უკუე არა დიდი ბოროტი არს და უგუნურებაჲ, რომელ სხუა-თა ჴელოვნებათა შინა ყოვლითავე მოძღურისა მიმართ და განმგებელისა გიპყრიან თუალნი, ხოლო აქა არა ესრეთ იქმ, არამედ დაუტეობ ღმერთსა და ეჩუენები კაცთა ამაოთა. არა უწყია, რამეთუ ქველისსაქმითა ღმერთსა მიემსგავსები?
აწ უკუე მიემსგავსე მას დაფარვითაცა ქველისსაქმისაჲთა, რამეთუ თავადიცა, ჰკურნებდა რაჲ უძლურთა, ამცნებდა არავისა თხრობად. რაჲ
1 შდრ. მათ. 6,1.
სარგებელ გეყოფის ქებისაგან კაცთაჲსა? არარაჲ ყოვლადვე. უფროჲსღა ზღვევაჲ ფრიადი არს, რამეთუ იგინი მებრ, რომელთა ეჩუენები, ავაზაკ იქმნებიან და განჰკრეხენ საუნჯეთა სასყიდლისა შენისათა, რომელნი დაუნჯებულ არიან ცათა შინა.
და რად მათ ვიტყჳ? უფროჲსღა ვთქუა, თუ ჩუენ თავით თჳსით იავარვჰყოფთ და განვაბნევთ საუნჯეთა ჩუენთა, რომელნი მოცემად იყვნეს ცათა შინა. ჵ უცხოჲ ესე განსაცდელი! სადა-იგი მღილმან და მჭამელმან ვერ ავნის, არცა მპარავთა წარიპარიან, ცუდადმზუაობრობაჲ მიერ წარმოიპარავს. ესე არს მღილი მათ საუნჯეთაჲ; ესე არს მპარავი სიმდიდრისა მის სულიერისაჲ; ესე ყოველსა სათნოებასა ჩუენსა განჰრყუნის და უჩინოჰყოფს. რამეთუ იხილა რაჲ ეშმაკმან, ვითარმედ საუნჯე იგი ჩუენი მიუახლებელ არს ავაზაკთაგან და მღილთა და სხჳსა ყოვლისავე სავნებელისაგან, მოიპოვა ღონე ესე - ზუაობისა მიერ წარპარვად ყოვლისავე ნაქონებისა ჩუენისა.
რაჲსათჳს სურვიელ ხარ, ჵ კაცო, დიდებისათჳს კაცობრივისა და ქებისა? არა კმა არსა შენდა ღმრთისამიერი იგი საუკუნოჲ დიდებაჲ? არა უწყია, რამეთუ ქველისსაქმესა ფარულად ჯერ-არს აღსრულებაჲ? „შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი“, თქუა უფალმან, „და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“.1
და კუალად იტყჳს: „რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი. რაჲთა იყოს ქველისსაქმე იგი შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“.2 აწ უკუეთუ მცნებასა უფლისასა აღასრულებ, ესრეთ აღასრულე, ვითარცა მან ბრძანა; უკუეთუ არა, ცუდ არს შრომაჲ შენი.
ამისთჳს კუალადცა გეტყჳ: იქმოდი რაჲ ქველისსაქმესა, დაჰჴაშ კარი შენი, და მან ხოლო უწყოდენ, რომელსა მისცემდე. უკუეთუ შესაძლებელ არს, ნუცამცა იგი სცნობს, რაჲთა არა განიქიქოს საიდუმლოჲ შენი, და მაშინ ღმერთმან ქადაგოს სათნოებაჲ შენი. ხოლო კაცობრივსა თუ ქებასა ეძიებდე, სასყიდელიცა დაგჭირდეს შრომათა შენთაჲ, და კაცთაცა მა-ჩუენებელ და ამპარტავან გიწოდონ.
აწ უკუე ყოველივე დაუტეოთ კაცობრივი გულისსიტყუაჲ და სა-ღმრთოჲსა მის დიდებისათჳს სურვიელ ვიქმნეთ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 6,6. 2 მათ. 6,3-4.