მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 14:28

27. და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.28. არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად.29. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14
28. არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 14, მ. 1-5)

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

საბჭო ქრისტეს წინააღმდეგ ოთხშაბათს შეიკრიბა. აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმარხულობთ ოთხშაბათს. მტრებს სურდათ მოეცადათ, ვიდრე დღესასწაულის ჟამი გაივლიდა, მაგრამ ეს არ იქნეა დაშვებული. უფალმა თავად განსაზღვრა რა თავის ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი. აქ უნდა გაგვაკვირვოს უფლის ძლიერებამ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, პირველ დაბადებისა მათისა ანუ შემდგომად დაბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“, ; და მაშინ იტყჳს: „მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ნუუკუე არა აქუნდაა ჴელმწიფებაჲ თჳსთა დაბადებულთა ზედა? რომელმან დაჰბადნა, ჴელმწიფებაჲ არა აქუნდაა? და ვითარ? რამეთუ ყოველივე საუკუნითგან მან ქმნა და პირველთა მათ ჟამთა რომელთამე სტანჯვიდა ცოდვისათჳს და რომელთამე პატივ-სცემდა სათნოებისათჳს. ანუ მაშინ აქუნდა ჴელმწიფებაჲ და მერმე მიეღო და კუალად მიეცა? და რომელმანმცა ეშმაკმან თქუა ესე? ხოლო უკუეთუ მაშინცა და აწცა იგივე ჴელმწიფებაჲ აქუნდა, „რამეთუ ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, რაჟამს წარავლენდა წარმართთა მიმარ...

სრულად ნახვა