1.ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.2.ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.3.და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.4.მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.5.და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.6.გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს.7.და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს.8.რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.9.მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.10.და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.11.და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.12.ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.13.ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.14.მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან.15.არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან.16.სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.17.წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს.18.ვითარცა მომავლინე მე სოფლად, მეცა წარვავლინებ მათ სოფლად.19.და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.20.და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;21.რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.22.და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.23.მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.24.მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.25.მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.26.და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“ ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“, ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგანი“ (17,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ჩუენ სათნოებისათჳს ვიდევნებოდით უშჯულოთა მიერ და ვიკიცხეოდით მათ მიერ, ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესრეთ არს ბუნებაჲ ამის საქმისაჲ, და ყოლადვე სათნოებაჲ სიძულილსა მოატყუებს უკეთურთა მიერ კაცთა, რამეთუ სძულან უკეთურთა მოღუაწენი და ჰგონებენ, თუ არგებენ რასმე თავთა თჳსთა, და ისწრაფიან, რაჲ-თამცა სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ...
ვგონებ, რომელ განმავალობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო, წმინდა, მაღალ, აღსავსე სულიერითა აღშენებითა, სხვადასხვა მაგალითითა, ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა. ამ დღეს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველნი თვისნი სწავლანი უშვენიერესითა მათ უტკბილესითა სიტყვებითა, რომლითა ნუგეში სცა მოციქულთა, გამოეთხოვებოდა საყვარელთა თვისთა ათორმეტთა მეგობართა და მოწაფეთა. რა ზომად ტკბილ არიან და ლმობიერად მომყვანებელ უკანასკნელი სიტყვანი...
...ტემ „ძლევაი საკვირველი“ მოიმოქმედა. ეშმაკს ყოვლითურთ სძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს.
გავიხსენოთ უფლის სიტყვები: „მამაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე…, მისცეს საუკუნო სიცოცხლე“ ().
ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის.
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.
„სასუფეველი ცათა იიძულების“ - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, - ჩვენს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4).:
...შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და ვერ შეუძლეს, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს: „მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამე-თუ ამისთჳს მრავალი შემოვკრიბე, რაჲთა ყოველთათჳს ერთი სიტყუაჲ ვთქუა. რამეთუ არა თუ ჟამთა იძულებასა ქუეშე იყო შემოქმედი იგი ჟამთაჲ, არცა ამისთჳს იტყოდა, თუ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ვითარმცა ჟამი რაჲმე უჩნდა და თჳნიერ მისამცა ვერ ეძლო ქმნად, არამედ ამას მოასწავებდა, ვითარმედ თითოეულისა ჟამსა თჳსსა ჯერ-არს ქმნად, რამეთუ არა ერთბამად იქმოდა ყოველსა, არამედ თითოეულსა ჟამსა თჳსსა, რაჲთა არა უწესოებით იქმნას რაჲმე; რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთამცა ერთბამად ქმნა შობაჲ და აღდგომაჲ და საშჯელი. რამეთუ დაჰბადა სოფელი, არამედ არა ყოველი ერთბამად: რომელიმე - პირველსა დღესა და რომელიმე - მეორესა დღესა და რომელიმე - მეექუსესა. და კუალად ჯერ-იყო სიკუდილი კაცთაჲ და აღდგომაჲ საშჯელად, არამედ არა ქმნა ღმერთმან ორივე ერთბამად. და კუალად მოეცა შჯული ძუელი და მერმე თჳსსა ჟამსა - კუალად ახალი. და ესრეთვე უფალი არა თუ ჟ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (28,18).:
...მიდაჲ, რაჲთამცა სრულიად აღმაღლებულ იყვნეს გულისჴმის-ყოფითა.
რამეთუ რომელ-იგი აქუნდა ბუნებით, ვითარცა ღმერთსა, იტყჳს, ვითარცა კაცი, განგებულებით, ვითარმედ „მომეცაო“, ვითარცა პირველ ვნებისაცა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა პირველ სოფლისა ყოფისა“.
ჰხედავა, ვითარმედ რომელი-იგი მარადის აქუნდა, ვითარცა ღმერთსა, აწ ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე“. რამეთუ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი, ორითა ბუნებითა, ერთი ქრისტჱ, უფალი ჩუენი და ღმერთი. ეგრეთვესახედ აწ თქუა, ვითარმედ: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ“, ბუნებისა მისთჳს, რომელი ჩუენგან მიიღო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“ (28,19-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „ნათელ-სცემდითო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა, და ასწავებდით დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს, სარწმუნოებისათჳსცა მართლისა და საქმეთათჳს კე-თილთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ მისი.
პირველად, რაჲთა მართლმადიდებლობით და მართლაღსაარებით აღვიარებდეთ მამასა და ძ...