მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:26

25. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა?26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო?27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო?
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 23-28):

23. და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა. 24. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად! 25. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა? 26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო? 27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. 28. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

უფლის მოწაფეები წყვეტენ თავთავებს, როგორც უკვე მიჩვეულნი ცხოვრებას არა სჯულის მიხედვით. როდესაც ფარისევლები აღშფოთდებიან ამის გამო, ქრისტე დაუყოფს მათ პირს, მიუთითებს რა დავითზე, რომელმაც საჭიროებისას დაარღვია კანონი მღვდელმთავარ აბიათარის დროს. გაურბოდა რა საულს, წინასწარმეტყველი დავითი მივიდა ამ მღვდელმთავართან და მოატყუა იგი, უთხრა რა, რომ იგი მეფის მიერ არის გამოგზავნილი უკიდურესი სამხედრო საჭიროების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან ჰრქუა: არა აღმოგიკითხავსა, რაჲიგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა მათ? ვითარ შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისთანათა მათ, გარეშე მღდელთა?“ (12,3-4).:

...აქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“. აწ უკუე მოწაფეთათჳს დავით მოიყვანა წამებად; რამეთუ უკუეთუმცა გონიერ იყვნეს, შიმშილიმცა იგი წინაეყო მიზეზად; ვინაჲთგან უკუე უგუნურებაჲ დიდი იყო მათ თანა, ამისთჳს წერილთაგან მოართუა წამებაჲ.

ხოლო მარკოზ იტყჳს: „აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე“. არა თუ წერილსა მას წინააღუდგების, არამედ ორი სახელი ეწოდებოდა მღდელსა მას: აბიმელექ და აბიათარ. ამისთჳს წიგნსა მას მეფეთასა აბიმელექ წერილ არს, ხოლო მახარებელი აბიათარს იტყჳს, ვითარმედ მან მისცნა პურნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უბრალო არს საქმე იგი, ვინაჲთგან მღდელთმოძღუარმან განუწესა და ჴელი-თა თჳსითა მისცნა, რომელთა არა ჯერ-იყო სხჳსა ვისმე ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო.

თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ იყო სიტყუაჲ ესე წინამდებარისა ამის თანა, რამეთუ არა თუ დავითისთჳს წერილ არს, თუ შაბათი დაჰჴსნა. არამედ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ესე უმეტესითა სიბრძნითა თჳსი-თა წინაუყო და უზეშთაესისა წესისა დაჴსნაჲ მიუთხრა შიმშილისათჳს ბუნებითისა; რამეთუ შაბათი მრავალგზის დაჴსნილ იყო, უფროჲსღა მარადის დაიჴსნებოდა ჟამსა წინადაცუეთისასა და სხუათა მრავალთა საქმეთა შინა, ხოლო ესე საქმე მაშინ ოდენ იქმნა. ამისთჳს უმეტესისა მისგან შემოიღო ძლევაჲ და უსიტყუ...

სრულად ნახვა