მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:3

2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა.3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან.4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 1-5):

1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

უფლის კაპერნაუმში შესვლასთან ერთად ბევრმა გაიგო რა, რომ ის სახლშია, მასთან მოსახერხებული მისადგომის პოვნის იმედით დაიწყო შეკრება. ამასთან იმ კაცთა რწმენა, ვინც განრღვეული მოიყვანა, იმდენად დიდი იყო, რომ ახადეს სახლის სახურავი და ჩაუშვეს იგი. ამიტომაც უფალი აძლევს კურნებას, ხედავს რა მის მიმყვანთა, ან თავად განრღვეულის რწმენას, რამეთუ თავად არ დართავდა ნებას მისი წაყვანისა, თუკი არ იქნებოდა განკურნების რწმენა. თუმცა, უფალი ხშირად კურნავდა მხოლოდ მომყვანის რწმენით, თუნდაც მის მიერ მოყვანილი არ ყოფილიყო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის