1.რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი,2.რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაჲ“, და მერმე - „მეფე სალემისაჲ“, რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ,3.უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ.4.იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან.5.და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თჳსთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა.6.ხოლო ნათესავ-მოუჴსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა, რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს.7.ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის.8.და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს.9.და, რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, და რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს;10.რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ.11.რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, - რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულ-დებულ არს, - რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად?12.რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების,13.რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავსამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო.14.წინაწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე.15.და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი,16.რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა.17.რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.18.რამეთუ შეურაცხებაჲ იქმნების პირველისა მის მცნებისაჲ უძლურებისა მისისათჳს და ურგებობისა,19.რამეთუ არარაჲ სრულ ყო შჯულმან; ხოლო შემოსლვაჲ უმჯობესისა სასოებისაჲ, რომლისა მიერ მივეახლებით ღმერთსა.20.და რაოდენ-იგი არა თჳნიერ ფიცისა, - რამეთუ რომელნიმე თჳნიერ ფიცისა არიან მღდელ ყოფილ;21.ხოლო ესე - ფიცით მის მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა, -22.ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავს-მდებ იესუ.23.და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულნი სიკუდილისაგან დაყენებითა დადგრომად.24.ხოლო ამას დადგრომისათჳს მისისა უკუნისამდე წარუვალად აქუს მღდელობაჲ იგი.25.ვინაჲცა ყოვლითურთ ცხორებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუჴდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთჳს.26.რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ.27.რომელსა არა უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა.28.რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული.
პავლესი: რამეთუ ესე მელქიზედეკ, მეუფჱ სალემისაჲ... (7,1).
თარგმანი: დღეთა მათ აბრაჰამისთა იყო მელქიზედეკ წარმართთაგანი, რომლისა ნათესავი ესრეთ არს: ეგჳპტჱ, მეფჱ ლიბიისაჲ, რომლისაგან არიან ეგჳპტელნი; მან შვა სიდან, რომელი გამოვიდა ეგჳპტით და აიღო ქანანელთა ქუეყანაჲ, რომელ არს აწ პალესტინე და აღაშენა მუნ სიდონი ქალაქი; და ნათესავისა მისისაგან გამოვიდა მელქიზედეკის მამაჲ და იქმნა სედეკ მღდელ და მეფჱ ქანანეთს შინა, და ეწოდა მელქიზედეკ. და აღაშენა მთასა ზედა სიონსა ქალაქი და უწოდა მას...
ებრაელთა მიმართ 7:1ებრაელთა მიმართ 7:3ებრაელთა მიმართ 7:4
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23):
...ლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა"** ().
5. აბრაამის გამარჯვება ღვთის შეწევნით (14:19-23)
რას ნიშნავს ეს შენიშვნა — „მეფე სალომისა" და „მღდელი ღმრთისა მაღლისა"? ის იყო, ნათქვამია, „მეფე სალომისა". მას აღგვიწერს ნეტარი პავლეც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში () და, მის სახელსა და ქალაქს ყურადღებას აქცევს, ეტიმოლოგიის საშუალებით განმარტავს მისი სახელის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მელქისედეკი ნიშნავს „მეუფე სიმართლისაჲ", რადგან ებრაულ ენაზე „მელქი" ნიშნავს „მეფობას", ხოლო „სედეკ" — „სიმართლეს". შემდეგ, ქალაქის სახელზე გადასულმა, მელქისედეკს „მეუფე მშჳდობისაჲ" უწოდა, რადგან „სალიმი" ნიშნავს „მშვიდობას". მღვდელი კი იგი იყო, ალბათ, თვითხელდასხმული — ასეთები იყვნენ მაშინ მღვდლები — ანდა მახლობლებმა მიანიჭეს ეს პატივი მისი ხანდაზმული ასაკის გამო, ანდა თავადვე ზრუნავდა მსხვერპლთა შეწირვაზე, როგორც ნოე, აბელი, აბრაამი, რომლებიც მსხვერპლებს სწირავდნენ. მეორე მხრივ, ის ქრისტეს ხატადაც უნდა ყოფილიყო, რომლადაც წარმოაჩენს მას პავლეც და ამბობს: **„უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
...კუეთუ არა თანადაუსაბამო არს მამისა, ვითარ სთქუა, თუ: უსაზღვრო არს ცხორებაჲ მისი? რამეთუ უკუეთუ დასაბამი აქუს, დაღაცათუ დაუსრულებელი აქუს ცხორებაჲ მისი, არავე უსაზღვრო არს, რამეთუ უსაზღვროჲ ორკერძოვე ჯერ-არს უსაზღვრო-ყოფად, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ“, რომლითა მოასწავებდა დაუსაბამოებასა და დაუსრულებელობასა მისსა.
რამეთუ ვითარცა დასასრული არა აქუს, ეგრეთვე არცა დასაბამი აქუს, და არცა აქა დასასრული არს, არცა მუნ - დასაბამი. ანუ რომელი-იგი ცხორებაჲ არს სამარადისოჲ, ვითარ იყო ჟამი, ოდეს იგი არა იყო? რამეთუ ცხორებაჲ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა მარადის იყოს და დაუსაბამოდ და დაუსრულებელად იყოს, ვითარცა-იგი არსცა.
უკუეთუ კულა იყო ოდეს ჟამი, რაჟამს იგი არა იყო, ვითარ არს იგი ცხორებაჲ ყოველთაჲ, რომელი თჳთ ოდესმე არა იყო? გარნა იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი: და ვითარ იოვანე თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, და არა თქუა, თუ: დაუსაბამოდ იყო? ამაოო და ცუდო, პირველი გესმა და ამას არა ისმენა, ვითარმედ იყო სიტყუაჲ პირველითგან, იყო მარადის, და არაოდეს ყოფილ არს ჟამი, ოდეს არა იყო? ანუ ოდეს მამისათჳს იტყოდის წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ“,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...თა მათ უძლიერეს არიან.
ამისთჳს შეერთებულისა მის ძლით უკუდავისა სიტყჳსა სიკუდილი უჩინო იქმნებოდა საკჳრველად მის შორის, ვითარცა ცეცხლისაგან განილევის ლერწამი; და უხრწნელი იგი სიტყუაჲ სარგებელ ეყოფოდა განხრწნადსა მას შეერთებითა მისითა, რამეთუ ბნელი ნათლისაგან განათლდების, და „უდარესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის“, ვითარცა მოციქული იტყჳს.
ამისთჳსცა აწ მტარვალთაგან განიძუარცების უფალი, რომელნი-იგი ჩუენ ადამის მიერ შევიმოსენით ტყავისა სამოსელნი, რაჲთა შეუძლოთ მათ წილ შემოსად ქრისტე.
ამისთჳს განყოფაჲცა სამოსელთაჲ თავს-იდვა, რაჲთა ჩუენ მამისაგან განუყოფელი სიტყუაჲ გუაქუნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“.
ამისთჳს კუართსაცა ზედა წილ-იგდეს, და არა დააყენნა უფალმან, რაჲთა ნაწილ ჩუენდა იყოს ქრისტე, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა“.
და ამისთჳს არა სხუასა ადგილსა ჯუარს-ეცუა, არამედ თხემისა ადგილსა, სადა-იგი თქუმულ არს პირველთა ჟამთაგან, ვითარმედ საფლავი იყო ადამ მამისა ჩუენისაჲ. რამეთუ შემდგომად სამოთხით გამოსლვისა, მო-რაჲ-კუდა, მას ადგილსა დაეფლა. ამისთჳს ჯერ-იჩინა უფალმან მას ად...