მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:4

3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან.4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 1-5):

1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

უფლის კაპერნაუმში შესვლასთან ერთად ბევრმა გაიგო რა, რომ ის სახლშია, მასთან მოსახერხებული მისადგომის პოვნის იმედით დაიწყო შეკრება. ამასთან იმ კაცთა რწმენა, ვინც განრღვეული მოიყვანა, იმდენად დიდი იყო, რომ ახადეს სახლის სახურავი და ჩაუშვეს იგი. ამიტომაც უფალი აძლევს კურნებას, ხედავს რა მის მიმყვანთა, ან თავად განრღვეულის რწმენას, რამეთუ თავად არ დართავდა ნებას მისი წაყვანისა, თუკი არ იქნებოდა განკურნების რწმენა. თუმცა, უფალი ხშირად კურნავდა მხოლოდ მომყვანის რწმენით, თუნდაც მის მიერ მოყვანილი არ ყოფილიყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:

...უნდა მარადის უაღრეს ბუნებისა კაცთაჲსა ქმნად საკჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.

ხოლო განრღუეულისა მისთჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე“. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: სართული სახლისაჲ აღსძარცუეს და გარდაუტევეს იგი წინაშე იესუჲსა, ; და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, უძლურისაჲცა და მოღუაწეთაცა მისთაჲ (რამეთუ ორთასავე მოასწავებს სარწმუნოებასა, გარნა უმეტესი განრღუეულისაჲ მის იყო), ამისთჳსცა ესმა სანატრელი იგი და საწადელი ჴმაჲ სახიერისა უფლისაჲ: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ჵ სიტყუაჲ ესე ტკბილი და სასურველი! ჵ ვინმცა მასმინა ჴმაჲ ესე დიდებული! გარნა შენ, სახიერო მეუფეო, თქუ ჩემდა მომართცა აურაცხელისა წყალობისა შენისათჳს, რამეთუ ყოველივე ძალგიც, მაცხოვარო!

არამედ ესეცა ჩუენ ზედა არს, ძმანო, უკუეთუ შორს-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ბოროტთაგან და შეუვრდეთ მას სარწმუნოებითა მჴურვალითა, თქუას ჩუენდა მომართცა: „მიგეტევნენ ცოდვანი“, რამეთუ წადიერ არს იგი მიუთხრობელისა მის სახიერებისა მისისათჳს მოტევებად ცოდვათა ჩუენთა, და მიზეზსა ოდენ ეძიებს ჩუენ მიერ შეწყალებად ჩუენდა უხუად მომნიჭებელი იგი.

„ნუ გეშინინ, შვ...

სრულად ნახვა