მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 7:24

23. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.25. რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 7
24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეშვიდე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 7, მ. 1-5)

1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. 5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

ასწავლეს რა მიფყოლოდნენ მხოლოდ კეთილის ქმედებას და არ დაემძიმებინათ თავი სხვა საზრუნავებით, უფლის მოწაფეები წინასწარი განზრახვის გარეშე და თავიანთი უბრალოებისდა გამო, ჭამდნენ დაუბანელიხელებით, ამასობაში ფარისეველნი, სურთ რა იპოვონ საბაბი გაკიცხვისა, იყნებენ ამ შემთხვევას და ბრალს სდებენ მოციქულებს, თუმცა არა როგორც სჯულის დამრვევთ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავი-თისო“ (15,21-22).:

...და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“. ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ იერუსალჱმდ, არამედ იხილა რაჲ უფალი მისრული ქუეყანასა მას, შეუვრდებოდა და ღაღადებით ითხოვდა წყალობასა.

ხოლო ვიეთმე თქუეს ესეცა თარგმანებაჲ, ვითარმედ სახე იყოო დედაკაცი იგი წარმართთა ეკლესიისაჲ. რამეთუ ოდეს გამოვიდა ქრისტე ჰურიასტანით, მაშინ შეეწყნარა მას ეკლესიაჲ წარმართთაჲ, გამოსრული საზ-ღვართაგან თჳსთა, ვითარცა წერილ არს: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ“. რამეთუ გამოვიდა ქრისტე საზღვართაგან ჰურიასტანისათა, და დედაკაცი იგი - საზღვართაგან თჳსთა, და ესრეთ შეემთხჳნეს ურთიერთას. ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე გარდამოჴდა ზეცით, და ეკლეს...

სრულად ნახვა