მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:22

21. და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს.23. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
სიტყვა მეოთხესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს უფალსა, რისთვის ვერ შესძლეს მათ განდევნა სულისა მის არაწმიდისა, და მაცხოვარმან უპასუხა მათ: ნათესავი ესე ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

ამ პასუხით მაცხოვარი გვაჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს მარხვასა და ლოცვასა. გარნა არა თუ მხოლოდ სიტყითა, არამედ საქმითაც მაცხოვარი ხშირად აჩვენებდა, რომ დიდად საჭიროOარის კაცისათვის ლოცვა და მარხვა. ვიცით სახარებისაგან, რომ პირველ ვიდრე იგი შეუდგა ქადაგებასა, ორმეოცის დღის მარხვითა და ლოცვითა და მოამზადა თავი თვისი დიდისა ამის საქმისათვის. აგრეთვე, როდესაც მან განიზრახა ამორჩევა ათორმეტთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად“ (17, 14-16).:

...ანკურნებად“ (17, 14-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას კაცსა სარწმუნოებითა დიდად უძლურად გამოაჩინებს წერილი. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: ჰრქუა უფალსა: „რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ. და უფალმან მიუგო, ვითარმედ: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. და კუალად ჴმა-ყო კაცმან მან: მრწამს, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. ხოლო ვინაჲთგან იგი ესრეთ უძლური პოა სარწმუნოებითა, და ესე იქმნა მიზეზ არაგანსლვისა ეშმაკისა მის, რაჲსათჳს აბრალებს უფალი მოწაფეთა და ეტყჳს, ვითარმედ: მცირედმორწმუნეობითა თქუენითა არა განვიდა ეშმაკი იგი? ესე ამისთჳს, რამეთუ ენება გამოჩინებად, ვითარმედ შესაძლებელ იყო მათგან, უკუეთუმცა სრულისა მის სარწმუნოებისა საზომსა იყვნეს, თჳნიერ სარწმუნოებისაცა კაცისა მის განკურნებად ძისა მისისა. და ესე მრავალგზის იქმნების: ოდესმე მომავალნი იგი კურნებად სიმჴურვალისაგან სარწმუნოებისა თჳსისა უდარეს-თაგანცა მიემთხუევიან კურნებასა; და კუალად მრავალგზის სასწაულისა მოქმედთა მათ სრულებამან ურწმუნოთაცა შეუძლო განკურნებად. და ამის ორისავე სახე იპოების წერილთა შინა: რამეთუ კორნელიოს და მის-თანანი მათისა მის მჴურვალისა სარწმუნოებისაგან ღირს იქმნეს სულისა წმიდისა მოღებად; და კუალად ელისეს ზე გუამი მკუდრისაჲ შთააგდეს საფლავსა ელისესსა არა სარწმუნოებისათჳს...

სრულად ნახვა