ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ (16,28).
ვინაჲთგან ზემო მრავალი წარმოუთხრა მოწევნადთა მათთჳს მათ ზედა განსაცდელთა და სიკუდილისა, და აუწყა მათ თჳსიცა ვნებაჲ და მრავალი ძნელოვანი მოასწავა შემთხუევად მათდა, და იყო ყოვლისავე მის საჭიროჲსა მოწევნაჲ ამასვე ცხორებასა, ხოლო კეთილნი იგი მის საუკუნოჲსანი და ცხორებაჲ სულთაჲ და მოსლვაჲ მისი დიდებითა მამისაჲთა...

