მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:25

24. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა.25. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!26. და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
25. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
სიტყვა მეოთხესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).

დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს უფალსა, რისთვის ვერ შესძლეს მათ განდევნა სულისა მის არაწმიდისა, და მაცხოვარმან უპასუხა მათ: ნათესავი ესე ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

ამ პასუხით მაცხოვარი გვაჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს მარხვასა და ლოცვასა. გარნა არა თუ მხოლოდ სიტყითა, არამედ საქმითაც მაცხოვარი ხშირად აჩვენებდა, რომ დიდად საჭიროOარის კაცისათვის ლოცვა და მარხვა. ვიცით სახარებისაგან, რომ პირველ ვიდრე იგი შეუდგა ქადაგებასა, ორმეოცის დღის მარხვითა და ლოცვითა და მოამზადა თავი თვისი დიდისა ამის საქმისათვის. აგრეთვე, როდესაც მან განიზრახა ამორჩევა ათორმეტთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:

...აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“, და ჰგონებდა, ვითარმედ: დიდად მიქიეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...,30) და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.

ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“. და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამო-ჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და არა სრულიად უგულისხმო იყოს.

სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს

გარნა ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ და ცხადთაცა საქმეთა მიმართ დააბრმობს გონებასა მის მიერ ძლეულთასა, და რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად. რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედა, რომელნი არა თუ უმეცრებისაგან უარ-ჰყოფდეს ძესა ღმრთისასა, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრწმენა მისი, არ...

სრულად ნახვა