თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა შობასა იტყჳ, მითხარღა, მახარებელო. ესერა მშობელთა სახელები სთქუ შენ, არამედ მნებავსო სახესაცა შობისასა მითხრობად. „ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო“. ჰხედავა, ვითარ მეყსეულად განაფრთხო გონებაჲ იგი მსმენელისაჲ, რაჲთა ცნას, ვითარმედ ახლისა რაჲსმე საქმისა ეგულების სმენაჲ. აწ იხილე წესიერებაჲ სიტყჳსა მისისაჲ. არა თქუა დაწყებასავე, არამედ პირველად გუასწავა, თუ მერავდენე იყო ქრისტე აბრაჰამისითგან, მერავდენე დავითისითგან, მერავდენე ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან, რაჲთა უკუეთუ ვის მეცნიერსა ესმას და ინებოს აღრაცხვაჲ წელთაჲ, ცნას, ვითარმედ ჭეშმარიტად ესე არს ქრისტე, რომელსა ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი, და სარწმუნოებით შეიწყნაროს საიდუმლოჲ იგი შობისა მისისაჲ. რამეთუ ეგულებოდა თქუმად დიდი იგი საკჳრველი, ვითარმედ ქალწულისაგან იშვა, ამისთჳს პირველად არა თქუა, არამედ აღრაცხნა წელიწადნი, რაჲთა მოაჴსენოს მსმენელთა სიტყუათა მისთასა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს თქუა იაკობ წინაჲსწარვე მოკლებასა მას მთავართა იუდაჲსთასა გამოჩინებად, რომლისათჳს წინაწარმეტყუელმან დანიელ ღაღად-ყო, ვითარმედ: „ქრისტესამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და...
სახარებაჲ მათესი 1:18
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
სახარებაჲ მათესი თავი 1