მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:1

1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.2. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი,
სახარებაჲ მათესი თავი 10
1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ, ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი“ (9,27-30).

რაჲსათჳს გზასა ზედა, მისდევდეს რაჲ და ღაღადებდეს, თანაწარჰჴდა მათ? კუალად აქაცა გუასწავებს, რაჲთა ვევლტოდით მრავალთა დიდებასა და გამოცხადებასა საქმეთა კეთილთასა; ამისთჳსცა შე-რაჲ-ვიდა სახლსა, განკურნა იგინი თჳსაგან და ამცნო, რაჲთა არავის აუწყონ. ხოლო ესეცა დასასჯელად ჰურიათა იქმნებოდა, რამეთუ ბრმათაცა შეიწყნარეს სარწმუნოებაჲ მისი, და მათ ნეფსით დაიყვნეს თუალნი ხილვად ნათლისა.

რამეთუ იხილეღა მათი იგი სარწმუნოებაჲ ღაღადებისა მისგან და უკუანა შედგომისა. და რაჲ იყო ღაღადებაჲ მათი? - „შემიწყალენ ჩუენ, უფალო!“ ხოლო ძედ დავითისა უწესდეს, რამეთუ დიდად პატივად შეერაცხა ესე მაშინ ჰურიათა. წინაჲსწარმეტყუელნიცა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდიან, ძედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:1-4 — თორმეტი მოციქულის არჩევა და დასახელება:

1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. - თორმეტი მოწაფე თორმეტი ტომის მიხედვით აარჩია. მისცა რა ძალა, თუმცა ცოტანი იყვნენ, მაინც წარგზავნა, რადგან საერთოდაც ცოტანი არიან ისინი, რომელნიც ვიწრო გზით მიდიან. სასწაულთმოქმედების ძალაც უბოძა, რათა განაცვიფრებდნენ რა სასწაულებით, სწავლებისადმი ყურადღებიანი მსმენელნი ჰყოლოდათ.

2. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი. - მოციქულთა სახელებს მათე, ცრუმოციქულთაგან მათ გასარჩევად ჩამოთვლის. უწინარესად პეტრესა და ანდრეას ასახელებს, რადგან მაცხოვარმა პირველად მათ მოუწოდა, შემდეგ - ზებედეს ვაჟებს, მათგან იაკობს იოვანეზე წინ აყენებს, რადგან მოციქულებს არა ღირსების მიხედვით, არამედ უბრალოდ, როგორც მოხვდება, ისე ჩამოთვლის. ამგვარად ის ამბობს:

2-4. იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა...

სრულად ნახვა
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მელქისედეკი — „მეუფე სიმართლისა" (14:24):

...ლ აბრაამისნი"**, ანუ მეგობრობის კავშირით იყვნენ მასთან დაკავშირებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მასთან ერთად საფრთხის გაზიარება გადაწყვიტეს. ამიტომ მათი დაჯილდოება რომ სურდა, ნებას რთავს, ნადავლიდან რაღაც ნაწილი აიღონ, და ამით კვლავ სამოციქულო კანონს ასრულებს, რომელიც ამბობს: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა" (). მაგრამ მათაც არ აძლევს ნებას, საჭიროზე მეტი აიღონ: „ჭამეს ჭაბუკთა, — ამბობს, — და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი". ხედავთ პატრიარქის სათნოების სრულყოფილებას, როგორ გამოავლინა სიმდიდრის უარყოფაში სიბრძნისმოყვარეობაც და თავმდაბლობაც, და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ არ ეფიქრათ, თითქოს ძღვენი ამპარტავნობითა და ზიზღით უარყო, მოპოვებული გამარჯვებით განდიდებულმა?

7. აბრაამის უარი სოდომის მეფის ძღვენზე

მაშ, მას მივბაძოთ ჩვენც, გთხოვთ, ვეცადოთ, თავი შეუბღალავად შევინარჩუნოთ, ისე, რომ სათნოების საბაბით ამპარტავნობის ეჭვი არ მოვიტანოთ თავზე, ან თავმდაბლობის საბაბით სათნოება არ უგულებელვყოთ; ყველაფერში ზომიერება დავიცვათ და ჩვენი საქმეების საფუძვლად სიმდაბლე დავდოთ, რათა უსაფრთხოდ ავაშენოთ სათნოების შენობა. სწორედ ის არის სათნოება, როცა სიმდაბლეს თან ახლავს. ვინც თავისი სათნოების სა...

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა:

...რებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" () და ვითარმედ: "წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს" (), ესე და სხუანი მრავალნი საუფლოთა სიტყუათა მიერ წინა-მოსწავებულნი, ამიერ საქმით აღსრულებულად მოგუეთხრობვიან. და კუალად, ქადაგებაჲ სჯულთა და წესთა მართლმადიდებლობისათა იპოების აქა, რომელი არასადა სხუათა წიგნთა შინა იპოო თჳნიერ ამისსა. აქა იხილვების სულისა მიერ წმიდისა სწავლული მოციქულთადა — მცირედსა რასმე სიტყუად ღმრთეებისათჳს, ხოლო უმრავლესსა თქუმად კაცებისათჳს და ვნებისა, აღდგომისა და ამაღლებისა ქრისტესისა, რამეთუ ესე საძიებელ პირველ, რაჲთა მდაბალთაგან და კაცობრივთა აღიყვანნენ მაღალთა მიმართ ღმრთეებისა მისისა ქადაგებათა, და აღდგომისაგან და ამაღლებისა ონ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.

გარნა, ვინაჲთგან მოწაფე იყო პავლესი ლუკა, ამისთჳს უმეტესი კერძოჲ წიგნისაჲ მისთა საქმეთა თხრობასა და თჳთ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).:

...ჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: არა წარვწყმიდე მათგანი ერითცა“. ხოლო პეტრე მინდობითა ამის სიტყჳსაჲთა და საქმეთა მათ, რომელნი იქმნებოდეს, შეიჭურა წინააღმდგომთა მათ ზედა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ, რომლისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა, ; მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ; კაცისა მომწყლველცა იქმნებისა ესე? გულისხმა-ყავ, და არა თჳსისა თავისათჳს ყო შურის-გებაჲ იგი, არამედ მოძღურისათჳს, და კუალად, რამეთუ სრულიადი სრულებაჲ არა აქუნდა, არცა იყვნეს საზომსა მას, რომელსა მისწუდეს უკუანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:

...დ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“, რამე-თუ ვიცოდე პირველითგანო, და არა თუ არაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მიგიყვანებდენ თქუენ და გტანჯვიდენ“? ; ; ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „პირველითგან არა გარქუ“? გარნა ტანჯვანი და ძჳრნი ეთქუნეს პირველცა, ხოლო ესე არა ეთქუა, თუ მოკლვაჲ მათი ესრეთ დიდად შერაცხილ იყოს, ვითარცა მსხუერპლისა შეწირვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ამან უფროჲსად შეაწუხნა, რაჟამს ესმა, თუ: ვითარცა ძჳრისმოქმედნი და უწყალონი მოწყუედად არიან; გინა თუ ესეცა არს, რამეთუ მაშინ წარმართთათჳს ოდენ იტყოდა, ხოლო აწ ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიათაცა ესრეთ გიყონ, და ვითარმედ: ახლოს არს საქმჱ იგი. ხოლო რაჲსათჳს აწ ჰრქუა მათ და არა მაშინ, ოდეს სული წმიდაჲ მოვიდა? არამედ რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიად სათნოებითა სავსენი იყვნეს. რამეთუ უკუეთუ ჯერეთ სული წმიდაჲ არა მოსრულ იყო მათდა და არავე ივლტოდეს მისგან ამათ ესევითართა სიტყუათათჳს, გულისხმა-ყავ, თუ ვითარნიმცა იყვნეს, რაჟამს მოიღეს სული წმიდაჲ. რამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,3-4).:

...,3-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე? რამეთუ არა ესრეთ არს საქმჱ მწყემსისაჲ, რამეთუ მწყემსი უკუანა შეუდგების ცხოვართა და არა წინა. არამედ ესე გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთა წარუმართოს ჭეშმარიტებისა მიმართ, და ამისთჳს წინააღმდგომად სხუათა მწყემსთასა იქმს, ვითარცაიგი წარ-რაჲ-ავლენდა ცხოვართა შორის მგელთასა, ; რომელი-იგი ფრიად საკჳრველ არს ესე მწყემსობაჲ. და ამას ადგილსა ბრმისათჳსცა მოასწავებს, რამეთუ მოუწოდა მას შორის ჰურიათა, და მან ჴმაჲ მისი ისმინა და შეუდგა მას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უცხოსა არა შეუდგენ, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ“ (10,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თევდას და იუდას და მსგავსთა მათთა იტყჳს აქა და რომელნი შემდგომად მისა მოსლვად იყვნეს, და უჩუენა, ვითარმედ განყოფილ იყო იგი მათგან. და პირველად ყო მისგან განყოფაჲ წერილთა მიერ, რამეთუ იგი ყოველსავე მსგავსად წერილისა იქმოდა, ხოლო იგინი - არა; და მეორჱ განყოფილებაჲ ქმნა ცხოვართა განყოფილებისაგან, რამეთუ არა ვიდრეღა აქა იყო ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ჰრწმენა მისი, ხოლო იგინი მეყსეულად დაუტევნეს; და კუალად მესამედ, რამეთუ იგინი მოვიდეს, ვითარცა მძლავრნი, ხოლო ესე ივლტოდა ყოვლისაგანვე კაცობრივისა დიდებისა; და მერმე, რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.

ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“, ; და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლებად ამას, რამეთუ არღა იყო მათ შორის წინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იზ ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა სიტყუანი სარწმუნოებისანი კეთილად ვიცნოდით:

...ელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებია, ვითარ ვთქუათ ესე სიტყუაჲ, თუ წრფელნი ვართ, რომელნი-ესე უუბადრუკეს ვართ ყოველთასა, მაბრალობელ ურთიერთას და ბრალთა ჩუენთა არა განმამართლებელ? არამედ აწ გევედრები, ნუმცა ოდენ თავთა ჩუენთა ვაბრალობთ, არამედ საქმენიცა სათნოებათანი მოვიგნეთ, რაჲთა ცხორებაჲ ჩუენი სადიდებელად ღმრთისა იყოს, და საუკუნოჲ დიდებაჲ ვპოვოთ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).:

...ა ვიპოებით ჩუენ უდებ და დაჴსნილ.

ვისმინოთ უკუე ბრძანებაჲ უფლისაჲ და ყოვლითა გულითა შეუდგეთ მას, ვითარცა იტყჳს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვად, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“.

ესე სწავლაჲ ზემოცა თქუა, ოდეს-იგი ეტყოდა: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოართა შორის მგელთა“, და შემდგომი ამისი. არამედ აწ უმეტესად უბრძანა და სრულებისა გზაჲ უჩუენა, რამეთუ მაშინ სიკუდილი ხოლო მიუთხრა, რომელი შემთხუევად იყო მათდა სახელისა მისისათჳს, ხოლო აქა ჯუარიცა აჴსენა, და ჯუარი სამარადისოჲ. „აღიღენო ჯუარი თჳსი“, ესე იგი არს, მარადის ვნებანი ქრისტესნი ეტჳრთნედ თავსა შორის თჳსსაო. და ჯუარცუმულ იყავნ ახოვნებითა მით გონებისაჲთა, რომელსაცა სწადის მოწაფე-ყოფად უფლისა.

რამეთუ ესე წესი არს სწავლათა უფლისათაჲ, რაჲთა არა ყოველივე სისრულისა საზომი პირველითგან ასწაოს, არამედ მცირედ-მცირედ აღიყვანნეს სიმაღლესა სრულებისასა. ვისმინოთ უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ, ვითარ წარმოიტყჳს მისაგებელსა მასცა ახოვნებისასა და განსაცდელსა მასცა დაჴსნილთა და უდებთასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მარ-თალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად ხოლო მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“ (10,40-42).:

...ხოლო მოწფისა“, მარკოზ განმარტებულადრე გჳთხრა: „სახელისა ჩემისათჳსო, რამეთუ ქრისტესნი ხართ“.

იხილეა, რავდენითა სახითა განაწესა გულსმოდგინედ შეწყნარებაჲ მათი და უჩუენა ყოველთა, ვითარმედ თანანადები არს საქმე ესე? პირველად თქუა: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“; მეორედ, რომელიგი უპოვრებით წარავლინნა; მესამედ, რომელ უბრძანა ბრძოლათა და განსაცდელთა შესლვაჲ; მეოთხედ, რომელ მისცა მათ საქმე სასწაულთაჲ; მეხუთედ, რომელ მშჳდობისა მიცემად განუწესა შემწყნარებელთა მათთა; მეექუსედ, რომელ არაშემწყნარებელნი მათნი უძჳრეს სოდომელთასა განაჩინნა; მეშჳდედ, რომელ თქუა, ვითარმედ: შემწყნარებელნი მათნი მას შეიწყნარებენ თანა მამით და სულით წმიდითურთ; მერვედ, რომელ სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისა და მართლისა აღუთქუა მიცემად; მეცხრედ, რომელ გრილისათჳსცა წყლისა მადლი განუმზადებიეს.

სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს

ხოლო აწ, მორწმუნენო, ვისმინნეთ სიტყუანი ესე უფლისანი და განვეკრძალნეთ შეწყნარებად უცხოთა და შეწყალებად გლახაკთა. და ნუვინ იტყჳს, თუ: სადა არს აწ მოციქული და წინაჲსწარმეტყუელი, რაჲთა შევიწყნარო? რამეთუ დაღაცათუ ამას ადგილსა სიტყუაჲ მისი იქმნა მოციქულ-თათჳს, არამედ სხუასა ადგილსა ყოველთავე უნდოთა და დავრდომი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად კერძო. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (10,23).:

...შინისსაცემლად ხილვაჲ ხოლო მისი, და რამეთუ აწ არა შორთა ქუეყანათა უბრძანა მათ წარსლვაჲ პირველ ამაღლებისა თჳსისა, არამედ ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა.

ხოლო აწ კუალად სხუად სახედ მოთმინებისა აღიყვანებს. პირველსა მას სიტყუასა შინა საზრდელისა ზრუნვაჲ განაშორა მათ, რაჟამს ჰრქუა: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“, და აუწყა, ვითარმედ მრავალნი იპოვნენ შემწყნარებელ და გამომზრდელ მათდა; მერმე ზრუნვაჲ იგი და შიში სიტყჳს-გებისაჲ და განსაცდელთაჲ განუქარვა, რაჟამს ჰრქუა: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა სიტყუაჲ, რასა-იგი იტყოდით“; და მერმე თქუა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა ეგულებოდა მათთჳს ბოროტისმეტყუელებაჲ, - რომელ ესეცა სამძიმარ არს და შემაწუხებელ, - იხილე, ვითარ ამის ჯერისათჳსცა ნუგეშინის-სცემს თავისა თჳსისაგან და მისთჳს თქუმულთა მათგან, რომლისა სწორ არარაჲ იყო ნუგეშინისსაცემელად. რამეთუ ვითარცა ზემო თქუა, ვითარმედ: „იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს“, ეგრეთვესახედ აქაცა იქმს და უმეტესად ჰყოფს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა“ (10,17-18).:

...რამეთუ დიდ იყო მათიცა სიკეთე და ერთგულებაჲ და უფროჲსად სახიერისა მის მოძღურისა მადლი და დიდებაჲ და ფრიადი იგი სიბრძნე, ვითარ თითოეულსა ძნელოვნებასა თანა ნუგეშინის-ცემაჲ შეაუღლა. ოდეს-იგი ჰრქუა, ვითარმედ: ნურაჲ გაქუნ გზასა და ვიდოდეთ უპოვრებით, მეყსეულად დაურთო, ვითარმედ: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“; კუალად, ოდეს თქუა, თუ: „არა შეგიწყნარნენ თქუენ“, შესძინა, ვითარმედ: „უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“; და კუალად, აწ თქუა რაჲ, ვითარმედ: „წინაშე მეფეთა და მთავართა მიგიყვანნენ თქუენ“, შესძინა: „ჩემთჳსო, საწამებელად მათა და წარმართთა“. ხოლო ესე არა მცირე ნუგეშინის-ცემაჲ არს, რაჟამს ვნებაჲ იგი ქრისტესთჳს იყოს და მათდა სამხილებელად, რაჟამს იცოდინ, ვითარმედ ღმერთი მარადის ჩუენ თანა არს, რომელმან ყოველივე წინაჲსწარ უწყის. და ამას თანა სხუაჲცა ნუგეშინის-ცემაჲ ფრიადი წინაუყო მოძღუარმან მან და მეუფემან სახიერმან და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რ...

სრულად ნახვა