მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:30

29. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.30. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.31. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 10
30. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა შთავარდების მახესა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ“ (10,29-31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲმცა იყო უდარესი მცირეთა მათ და უნდოთა სირთასა, რომელთაგანი ორი ერთად წულილად განისყიდების, რომელ არს ასარი, გარნა ერთიცა მათგანი არცა შთავარდების მახესა თჳნიერ მეცნიერებისა ღმრთისა. რამეთუ არა თუ ეგრეთ იტყჳს, თუ: ღმერთი იქმს შთავრდომასა მათსა მახედ, - ესე არა ღირს არს ღმრთისათჳს თქუმად, - არამედ ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: არარაჲ ქმნილთაგანი დაეფარვის მას, არამედ ყოველსავე მეცნიერ არს და ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა.

ხოლო ვინაჲთგან არარაჲ იქმნების, რომელიმცა დაეფარვოდა მას უნდოთაცა და მცირეთაგანი, ხოლო თქუენ უფროჲს მამისა სახიერისა უყუართ, ვიდრეღა თმანიცა თავისა თქუენისანი განრაცხილ არიან (ხოლო თავ ეწოდების ხილულსაცა ამას და ჴორციელსა, და კუალად უხილავთა მათცა საცნობელთა და ასოთა შორის სულისათა თავ ეწოდების გონებასა. იტყჳს უკუე, ვითარმედ ხილულისაცა თავისა თმათა რიცხჳ ცხად არს წინაშე ღმრთისა და გონებისაცა წლჳლნი და მცირენი ზრახვანი და მოგონებანი დაუფარველ და საცნაურ არიან; რამეთუ გულისსიტყუათა მათ წლჳლთა ეწოდების თმად უხილავისა მის თავისა); ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, არა გიჴმს ყოვლადვე შიში, რამეთუ ყოველსავე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:28-33 — ღმრთის შიში და რწმენის აღიარება:

28. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.- ასწავლის, რომ სიკვდილიც არად ჩააგდონ, რადგან, სასჯელი გეჰენიისა ბევრად უფრო საშინელიაო - ამბობს. უკეთუ მკვლელები მხოლოდ ხორციელად გვანადგურებენ, ხოლო სულს, შესაძლოა, სიკეთეც კი უყონ, ღმერთი ჩააგდებს რა გეჰენიასა შინა, ორივეს - სულსაც და სხეულსაც დასჯის. როცა გეჰენიაზე ამბობს, მარადიულ სასჯელზე მიუთითებს.

29-31. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ. - მოწაფენი რომ არ შეშფოთებულიყვნენ, გვტოვებსო, ეუბნება, უკეთუ ბეღურებსაც კი ვერ დაიჭერენ ისე, რომ მე არ ვიცოდე, როგორ დაგტოვებთ თქვენ, რომელნიც მიყვარხართ? წარმოაჩენს რა თავის სრულყოფილ ცოდნასა და განგებულებას, გვეუბნება, რომ მისგან ჩვენი თმაც კი აღრიცხულია. ნუ იფიქრებთ, რომ ბეღურებს ღმრთის თანამონაწილეობით იჭერენ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:

...ერთი წყალობასა თჳსსა და მოღუაწებასა, რომელთამე ზედა - დიდად და რომელთამე ზედა - უმცირესად, ვითარცა იცინ კაცად-კაცადისა ღირსებაჲ და უმჯობესი. გარნა ყოველთა ზედა არს განგებულებაჲ მისი და იღუწის ყოველთაცა ზოგად და კაცად-კაცადსაცა თითოეულად, ვითარცა ჰრქუა მოწაფეთა: „ხოლო თქუენნი თმანიცა თავისანი აღრაცხილ არიან“. ამათ ესევითართა მიზეზთათჳს უბრძანა მისლვად კოლტსა მას ღორთასა, რაჲთა მკჳდრთაცა მის სოფლებისათა ისწაონ სახელი მისი, რამეთუ სადა-იგი დიდ არნ სახელი მისი, არა მრავალი აჩუენის სასწაული, ხოლო რომელნი არა მეცნიერ მისა იყვნიან, განჰფინის ბრწყინვალებაჲ იგი სასწაულთაჲ, რაჲთა მოიყვანნეს იგინი ღმრთისმეცნიერებად. ხოლო მკჳდრნი მის ქალაქისანი ვითარ სრულიად წარწყმედილნი იყვნეს და უგულისჴმონი, საქმე მათი საცნაურ-ჰყოფს, რამეთუ თანაედვა თაყუანის-ცემაჲ უფლისაჲ და განკჳრვებაჲ დიდებულსა მას სასწაულსა ზედა, ხოლო იგინი ევედრებოდესო, რაჲთა წარვიდეს საზღვართაგან მათთა.

ხოლო რაჲსათჳს შთააშთვნეს ღორნი იგი ეშმაკთა? რამეთუ მარადის მოსწრაფე არიან, სადაცა მიეცეს ჴელმწიფებაჲ, შეწუხებად კაცთა, და ყოველთავე წარწყმედასა ზედა მოხარულ არიან, ვითარცა-იგი იობის საცხოვართა უყო ეშმაკმან, მიიღო რაჲ ღმრთისაგან მიშუებაჲ გამოსაცდელად მართლისა მის, და რაჲთა სირცხჳლი მიექც...

სრულად ნახვა