თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ უფალი იყო მიზეზ ესევითარისა მის განწვალებისა, არამედ მათი იგი უკეთურებაჲ. ვითარცა რაჲ იყვნიან თუ მრავალნი შეწყუდეულ სახლსა შინა ბნელსა უკუნსა, და შეიწყალნის იგინი სახიერმან ვინმე, აღანთის ლამპარი და განუღის კარი და მოუწოდის ნათლად, რომელნიმე განვიდიან და შეუდგიან ნათელსა მას და განეშორნიან ბნელისა მისგან წყუდიადისა, ხოლო რომელნიმე არა შეუდგიან, არამედ დაშთიან ბნელსა შინა. აწ ვინ იქმნა მიზეზ განყოფისა მის მათისა? რომელმან-იგი მიუპყრა ნათელი და მოუწოდა ბნელისაგან, ანუ რომელნი-იგი არა შეუდგეს მას? ჰე, ჭეშმარიტად იგინი იქმნეს მიზეზ სიბნელისა და წარწყმედისა თჳსისა. გარნა ესე ჩუეულება არს წერილისაჲ ამის ესევითარისა სახისა თქუმად, ვითარცა იტყჳს: „მისცნა მათ ღმერთმან თუალნი არა ხედვად“. არა თუ ღმერთმან დაუყვნა თუალნი, - ნუ იყოფინ! - არამედ მათმან უკე-თურებამან. ეგრეთვე აქა განყოფილებისა მის მიზეზ უკეთურებაჲ იგი უშჯულოთაჲ მათ იქმნა. არამედ ამისთჳს უფალმან ესრეთ მიუთხრა მოციქულთა, რაჲთა ოდეს საქმე იქმნებოდის და მრავალნი მაცთურით ხადოდინ მათ და განმყოფელად მამა-დედათა...
სახარებაჲ მათესი 10:35
34. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.35. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა.36. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
სახარებაჲ მათესი თავი 10