თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ უფალი იყო მიზეზ ესევითარისა მის განწვალებისა, არამედ მათი იგი უკეთურებაჲ. ვითარცა რაჲ იყვნიან თუ მრავალნი შეწყუდეულ სახლსა შინა ბნელსა უკუნსა, და შეიწყალნის იგინი სახიერმან ვინმე, აღანთის ლამპარი და განუღის კარი და მოუწოდის ნათლად, რომელნიმე განვიდიან და შეუდგიან ნათელსა მას და განეშორნიან ბნელისა მისგან წყუდიადისა, ხოლო რომელნიმე არა შეუდგიან, არამედ დაშთიან ბნელსა შინა. აწ ვინ იქმნა მიზეზ განყოფისა მის მათისა? რომელმან-იგი მიუპყრა ნათელი და მოუწოდა ბნელისაგან, ანუ რომელნი-იგი არა შეუდგეს მას? ჰე, ჭეშმარიტად იგინი იქმნეს მიზეზ სიბნელისა და წარწყმედისა თჳსისა. გარნა ესე ჩუეულება არს წერილისაჲ ამის ესევითარისა სახისა თქუმად, ვითარცა იტყჳს: „მისცნა მათ ღმერთმან თუალნი არა ხედვად“. არა თუ ღმერთმან დაუყვნა თუალნი, - ნუ იყოფინ! - არამედ მათმან უკე-თურებამან. ეგრეთვე აქა განყოფილებისა მის მიზეზ უკეთურებაჲ იგი უშჯულოთაჲ მათ იქმნა. არამედ ამისთჳს უფალმან ესრეთ მიუთხრა მოციქულთა, რაჲთა ოდეს საქმე იქმნებოდის და მრავალნი მაცთურით ხადოდინ მათ და განმყოფელად მამა-დედათა...
სახარებაჲ მათესი 10:36
34-36. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. - ყოველთვის კარგი არაა თანხმობა, არამედ არის შემთხვევაც, როცა კარგი განყოფაა. მახვილი სარწმუნოების სიტყვაა, რომელიც ჩვენ შინაურთა და ნათესავთაგან გამოგვყოფს, თუკი ისინი ღმრთისმოსაობაში ხელს შეგვიშლიან. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მათ რაღაც უბრალო მიზეზის გამო უნდა გავშორდეთ ან გამოვეყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, რაჟამს არ გვეთანხმებიან, ან უფრო მეტიც, შინაც კი გვეღობებიან რწმენის გზაზე.
37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ხედავ? მშობლები და შვილები მხოლოდ მაშინ უნდა მოვიძულოთ, რაჟამს მოისურვებენ, რომ ისინი ქრისტეზე მეტად შევიყვაროთ. მაგრამ მამასა, დედასა და შვილებზე რაღას ვამბობ? უფრო მეტიც მოისმინე:
38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს...
...იფების სენსა მას უნებლიეთ მოწევნად. რამეთუ ქრისტემან ესე წინაჲსწარ მიუთხრა მოწაფეთა, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ ადვილთა და უჭირველთა საქმეთა მიმართ მიივლინებიან. ამისთჳს აუწყებს, ვითარმედ მრავალნი აღუდგებიან მბრძოლნი და წინააღმდგომნი, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“; და მოციქული ღაღადებს: „ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნა-თესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნო-თა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათამტყუართაგან“; და მელიტონს შინა ეტყოდა ხუცესთა ეფესოჲსათა, ვითარმედ: „მოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი ბოროტნი, რომელნი არა ერიდებოდინ სამწყსოსა; და თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარ-ძნილსა“. (საქმე 20, 29-30)
ამას ესევითარსა ყოველსა წინაჲსწარ აუწყებდა უფალი სიტყუათა ამათ მიერ. ხოლო ოდეს გესმეს, თუ: „უნებლიადცა მომავალ არიან საც-თურნი“, ნუ ჰგონებ, თუ დაჴსნასა მოასწავებს თჳთმფლობელობისასა, არცა აზნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორ-ჩილებასა ჩუენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს. ნუ იყოფინ! არამედ უეჭუელად ყოფადსა მას წინაჲსწარ გუაუწყებს, ვით...