მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:23

22. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.23. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე.24. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.
სახარებაჲ მათესი თავი 11
23. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადაიგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს: ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძი-თა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, ვითარმედ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე. ხოლო გეტყჳ თქუენ: ქუეყანაჲ იგი სოდომისა და გომორისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ“ (11,20-24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა სცნა, ვითარმედ ნებანი იყვნეს მათნი ბოროტნი და არა ბუნებანი, ამისთჳს სახელებიცა თქუა ქალაქთაჲ მათ, რომელთა შორის იყო ბეთსაიდაცა, რომლისაგან ხუთნი მოციქულნი გამოვიდეს, რამეთუ პეტრე და ანდრეა, იაკობ და იოვანე და ფილიპე მის ქალაქისანი იყვნეს. რაჲ იყო უკუე დამაყენებელ მათცა ეგრეთვე რწმუნებად ქრისტესა, ვითარცა ამათ ჰრწმენა? არარაჲ სხუაჲ, გარნა ნებაჲ. ამათ თანა იყო გონებაჲ და ნებაჲ კეთილი, და შეიყუარეს ქრისტე. იგინი უკე-თურ იყვნეს გონებითა და ნებანი აქუნდეს ბოროტნი, ამისთჳსცა დაადგრეს ურწმუნოებასა შინა და მიემსგავსნეს, უფროჲსღა უძჳრეს იქმნეს სოდომელთაჲსა, რამეთუ თუალითა ხედვიდეს სასწაულთა უფლისათა და ყურითა ესმოდეს სწავლანი მისნი და არავე ჰრწმენა. ხოლო უფალი წამებს, ვითარმედ სოდომელთა თუმცა ეხილვა დიდებულებაჲ მისი, მომცა-ქცეულ იყვნეს, და ტჳრელთამცა და სიდონელთა შეენანა; ხოლო ქალაქთა ამათ უკეთურთა არა შეინანეს. ამას ეზეკიელცა წინაჲსწარ აყუედრებდა იერუსალჱმსა და ეტყოდა, ვითარმედ: „განამართლენ ურ-ჩულოებითა შენითა დანი შენნი, სოდომაჲ და გომორაჲ“. ხოლო ესევი-თარისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:20-24 — მხილება შეუნანებელ ქალაქთა:

20. მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს. - მას შემდეგ, რაც აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, გააკეთა, მათ კი მაინც არ მოინანიეს, უფალი იუდეველებს საყვედურობს.

21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა. - რათა შენ გაიაზრო, რომ ვინც არ ირწმუნა, ბუნებით კი არ იყო ბოროტი, არამედ საკუთარი ნებით და ბეთსაიდას შეგახსენებს, საიდანაც ანდრეა, პეტრე, ფილიპე და ზებედეს ძენი იყვნენ. ამგვარად, ბოროტება არა ბუნებიდან, არამედ თავისუფალი არჩევანიდან მომდინარეობდა. ბუნებისაგან რომ წარმომდგარიყო, მაშინ ისინიც ბოროტები იქნებოდნენ.

21-22. რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. - უფალი ამბობს, რომ იუდეველნი ტვიროსელებსა და სიდონელებზე უარესნი არიან, რადგან ტვიროსელებმა მხოლოდ ბუნებითი სჯული დაარღვიეს, ხოლო იუდეველებმა - მოსეს სჯულიც, ამასთან, მათ სასწაულები არ უხილავთ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა“ (13,53-54).:

...ავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“, ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: „ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე“. ესრეთ უკუე საცნაურ არს, რამეთუ აქა მამულად მისა ნაზარეთსა იტყჳს.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა მუნ, სასწაულთა საქმესა დროება-სცა, რაჲთა არა უმეტესად შურად აღეტყინნენ იგინი და უმეტესისა სასჯელისა ღირს იქმნენ ურწმუნოებისა მისთჳს. ხოლო სწავლაჲ მოძღურებისაჲ შეჰმატა, რომელნი-იგი არარაჲთა უდარეს სასწაულთასა საკჳრველ იყვნეს. გარნა ყოვლით კერძო უგუნურნი იგი და უმადლონი, სარგებელისა წილ და საკჳრველებისა სწავლათა მათგან, უფროჲსღა შეურაცხ-ჰყოფდეს მას, ვითარცა იტყჳს ესერა მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ არს ამისა ესე ყოველი? და დაბრკოლდებოდეს მისთჳს“ (13, 54-57).

თ ა...

სრულად ნახვა