თ ა რ გ მ ა ნ ი: მოედით ჩემდა ყოველნი, არა ესე ვინმე და იგი, არამედ ყოველნი, რომელნიცა ხართ ცოდვათაგან დამძიმებულ, რომელნიცა ხართ მწუხარებათაგან შეპყრობილ, რომელნიცა ხართ ზრუნვათაგან შეურვებულ. მოედით ჩემდა ყოველნი, არა თუ რაჲთა სიტყუაჲ ბრალისაჲ მიგჴადო, არამედ რაჲთა დავჰჴსნნე და განვაქარვნე ცოდვანი თქუენნი და განგისუენო თქუენ, რომელნი-ეგე მათგან ჭირვეულ ხართ და შეიწრებულ; მოედით არა თუ ამისთჳს, ვითარმცა მეჴმარებოდა თქუენმიერი დიდებაჲ, არამედ ამისთჳს, რომელ მნებავს ცხორებაჲ თქუენი.
„მე განგისუენო თქუენ“. არა თქუა, თუ: შეგინდო ხოლო და შეგიწყალნე, არამედ: განსუენებასაცა საუკუნესა ღირს-გყვნე.
„აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამე-თუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“.
უღელი თუ გესმის, ნუ გეშინინ, რამეთუ ტკბილ არს; ტჳრთი თუ ვთქუ, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ მცირე არს.
და ვითარ ზემო იტყოდა, ვითარმედ: „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ“?1 ესე იგი არს, უკუეთუ უდებ იყო და დაჴსნილ და ჴორცთმოყუარე და ვნებათა მოსურნე, იწრო და საჭირველ გიჩნდეს გზაჲ...