მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:11

10. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ რაჲთამცა შეასმინეს იგი.11. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი?12. რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე.
სახარებაჲ მათესი თავი 12
11. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ არს თქუენგანი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რავდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“ (12,11-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მიმსგავსებულნი და მრავალსახენი მიზეზნი მიუთხრნა დაჴსნისათჳს შაბათისა. ოდეს-იგი ბრმასა აღუხილნა თუალნი, არარაჲ ჰრქუა მათ, რამეთუ კმა იყო წესი იგი სასწაულისა მის ჩუენებად მეუფესა მას შჯულისასა; ხოლო განრღუეულისა მისთჳს ოცდაათრვამეტისა წლისასა ჰრქუა მათ, ვითარცა ღმერთმანცა და ვი-თარცა კაცმანცა; ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“; ხოლო ვითარცა კაცმან, რაჟამს ჰრქუა: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა?“

და კუალად, ოდეს მოწაფეთა აბრალებდეს, საქმე იგი დავითისი წინაუყო; და კუალად აქა ჰკითხა, თუ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა, კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ?“ და ვითარმედ: „ვინ არს თქუენგანი, რომელმან არა აღმოიქუას ცხოვარი თჳსი ჯურღმულისაგან დღესა შაბათსა?“ გარნა იგინი ამას ყოველსა ზედა უკურნებელ იყვნეს და უკეთურებითა სავსე. ვინაჲთგან უკუე იხილნა, რამეთუ არა შეიწყნარებდეს კურნებასა სულთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:9-14 — ხმელი ხელის განკურნება:

9-10. და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი. - სხვა მახარებელთა თქმით, იესომ ჰკითხა ფარისევლებს. შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ რა შურიანები, ფარისევლებმა გააფრთხილეს და ჰკითხეს იესოს, როგორც ამას მათე ამბობს. შემდეგ კი, ქრისტემ თავის მხრივ ჰკითხა მათ, თითქოსდა დასაცინად მათი გულქვაობისა, როგორც სხვა მახარებლები გვიამბობენ. ფარისევლებმა კი იმიტომ ჰკითხეს, რომ მისი ცილისწამების საბაბი ჰქონოდათ.

11-12. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე. - გვაჩვენებს, რომ ანგარებისმოყვარეობისა და იმის გამო, რომ ცხვარი არ დაკარგონ, შაბათს არღვევენ, ადამიანის განკურნებისათვის კი იმავეს კრძალავენ. ამგვარად, ერთსა და იმავე დროს წარმოაჩენს მათ, ვითარცა ანგარებისმოყვარეებს, სასტიკებსა და ღმრთის არად ჩამგდებთ, რადგან ცხვრის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ომელნიმე შემსგავსებულნი თავადისანი, ვითარ-იგი თქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“, და რომელნიმე კუალად ფრიადითა სიმდაბლითა სავსენი, ვითარ-იგი იტყოდა რაჲ საცხოვრისათჳს შაბათსა შინა წარწყმედადისა, და ვითარმედ ცხორებისა მისისათჳს შაბათი დაიჴსნების, და წინადაცუეთასა აჴსენებს, ვითარ შაბათსა შინა აღესრულებოდა. რამეთუ ამისთჳს სიტყუათა სიმდაბლისათა იტყოდა მრავალგზის, რაჲთა აღმოუგდოს იჭჳ იგი, რომელი აქუნდა მათ და იტყოდეს, ვითარმედ წინააღმდგომ ღმრთისა არს; რომლისათჳსცა, რომელმან-იგი ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნა სიტყჳთა ხოლო და ბრძანებითა, რაჟამს-იგი ლაზარეს აღადგენდა, ლოცვად დადგა, რაჲთა იგინი გულსავსე-ყვნეს. ხოლო რაჲთა ვერვინ კუალად ესეცა თქუას, ვითარმედ ლოცვაჲ იგი უდარესობასა მისსა გამოაჩინებს მამისაგან, ამისთჳს ლოცვასავე მას თანა შესძინა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ ესე, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“; რამეთუ არცა ყოველსავე ჴელმწიფებით იქმოდა, რაჲთა მათი იგი უძლურებაჲ გონებისაჲ განკურნოს, არცა ყოველსავე ლოცვითა აღასრულებდა, რაჲთა არა ამისა შემდგომად ბოროტი ვიეთმე...

სრულად ნახვა