მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:29

28. უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.29. ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს.30. რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
სახარებაჲ მათესი თავი 12
29. ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოღებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს?“ (12,29).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესე გულისჴმა-გიყავო, უკუე-თუ გნებავს ცნობის, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განდევნაჲ; ხოლო ესეცა ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუ არა სრულიად მძლე ექმნას ვინ ეშმაკსა, ვერ განიოტებს მას. აწ უკუე, უგულისჴმონო, ამის ყოვლისაგან გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ არა ხოლო თუ უცხო არიან საქმენი ჩემნი ეშმაკისაგან, არამედ უფროჲსღა შემიკრავს ძალი მისი და ჭურჭელი მისი იავარ-მიქმნია. იხილეა, ვითარ წინააღმდგომი მათისა უკეთურებისაჲ დაემტკიცა? იგინი იტყოდეს, ბერზებულითაო, მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა, ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ არა ხოლო თუ ეშმაკნი, არამედ მთავარიცა მათი ძალითა ღმრთეებისა მისისაჲთა შეკრულ არს, და ამისთჳს ჴელმწიფებითა ძალისა თჳსისაჲთა განასხამს ეშმაკთა. ხოლო ესე სიტყუაჲ არა მის ჟამისა საქმეთა ოდენ იყო გამომაჩინებელ, არამედ ყოფადთაცა მომასწავებელ, რამეთუ ჭურჭელ მთავრისა მის ეშმაკთაჲსა არა ხოლო თუ ეშმაკნი არიან, არამედ კაცნიცა, საქმეთა მისთა მოქმედნი. ამისთჳს მოასწავებს, ვი-თარმედ არა ხოლო თუ ეშმაკთა განასხამს, არამედ ყოველივე საცთური სოფლისაგან განდევნოს და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:22-30 — ბელზებულის ცილისწამება:

22-23. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? - დემონმა გზა რწმენისაკენ - თვალები, სმენა და ენა გადაუკეტა, მაგრამ იგი იესომ განკურნა და ხალხისაგან დავითის ძედ იწოდა, რადგანაც ქრისტეს დავითის თესლისაგან მოელოდნენ. ახლაც, უკეთუ ვინმეს იხილავ, ვინც სიკეთეს ვერც თვითონ იაზრებს და არც სხვის სიტყვებს იწყნარებს, იგი ბრმად და ყრუდ ჩათვალე; შეეხება რა მის გულს, დაე იგი ღმერთმა განკურნოს.

24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. - თუმცა უფალი მათ განშორდა, მაგრამ ესენი, შორიდან ესმოდათ რა მისთა საქმეთა შესახებ, ცილს სწამებენ სწორედ მაშინ, როცა იგი ადამიანებისათვის ქველმოქმედებს. ამგვარად, ფარისეველნი მისი მტრები, ვითარცა ეშმაკი, ბუნებით იყვნენ.

25-26. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (12,32).:

...ესრეთ არს, რამეთუ რომელი ძემან მოიზიდოს, მას მამაჲ მოიზიდავს. ხოლო „მოვიზიდნეო“, ვითარცა მძლავრისა მიერ შეპყრობილნი და თავით თჳსით ვერშემძლებელნი მოსლვად. და საქმესა ამას სხუასა ადგილსა „წარტაცებად“ უწესს, ვითარმედ: „ვერვინ შემძლებელ არს ჭურჭელთა ძლიერისათა წარტაცებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი“. ; ; ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მძლავრებისა მისისა გამოჩინებად; და რომელსა მუნ „წარტაცებად“ უწოდა, აქა „მოზიდვად“ უწესს.

სწავლაჲ ჲზ მოწყალებისათჳს

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი ვიცით, აღვდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა. უკუე-თუ არა, არღარა დიდებაჲ არს, არამედ გმობაჲ, უკუეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფდეთ, რამეთუ არცა ესრეთ იგმობვის ღმერთი წარმართ-თა ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იგმოს“. რამეთუ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სხუათა მივსცემდეთ, და ჩუე...

სრულად ნახვა