თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: არა ხოლო თუ ბოროტსა ზედა, არამედ კეთილსაცა ეგრეთვე არს, რამეთუ ვითარიცა იყოს საუნჯე, ეგევითარივე არს მისგან მომავალი იგი. რამეთუ ამისთჳს საუნჯედ უწოდა, რაჲთა სიმრავლე გამოაჩინოს გინა თუ კეთილისაჲ, გინა თუ ბოროტისაჲ, და სცნა, ვითარმედ პირით მცირედი ნაწილი გულისაჲ გამოჩნდის. ამისა შემდგომად აღაორძინებს შიშსა მას და იტყჳს:
სახარებაჲ მათესი 12:35
34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.
სახარებაჲ მათესი თავი 12