თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ აჩუენებს, ვითარმედ არა მას საუკუნესა ხოლო, არამედ ამასვე სოფელსა მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, თუ: „ნინეველნი იგი აღდგენ სასჯელსა მას ნა-თესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას“, რაჲთა არა სიგრძისათჳს მომავალისა მის სასჯელისა უზრუნველ იქმნენ, აქავე მოწევნადთა ბოროტთა მიუთხრობს. ხოლო სიტყუაჲ ესე მისი ესრეთ არს, ვითარმედ: შეპყრობილ იყვენით პირველცა მძლავრებითა ეშმაკისაჲთა და იყვენით, ვითარცა კაცნი ეშმაკეულნი და ცნობამიღებულნი, დაუტეობდით ღმერთსა და კერპთა თაყუანის-სცემდით; შვილთა თქუენთა დაუკლევდით მსხუერპლად ეშმაკ-თა; ფრიადსა აჩუენებდით სიბორგილესა და სიცოფესა; ხოლო არავე დაგიტევენ თქუენ, არამედ მრავლით კერძო ვინებე ჴსნაჲ თქუენი მონებისა მისგან ეშმაკისა: წინაჲსწარმეტყუელნი მოგივლინენ, ტყუეობითა გწუარ-თენ, სასწაულნი გიჩუენენ, და აწ მე თავადი მოვედ, რაჲთამცა სრულიად წმიდა-გყვენ თქუენ არაწმიდებათა თქუენთაგან. ვინაჲთგან უკუე არა გნებავს შეწყნარებაჲ ჩემი, არამედ უმეტესსა შეხუალთ უკეთურებასა, - მაშინ წინაჲსწარმეტყუელნი მოწყჳდენით და აწ ჩემი გეგულების მოკლვაჲ, - ამისთჳს ძალიცა იგი ეშმაკისაჲ...
სახარებაჲ მათესი 12:45
44. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.45. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა.46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
სახარებაჲ მათესი თავი 12