სიტყუანი ესე არა თუ ამისთჳს თქუნა უფალმან, ვითარმცა სირცხჳლუჩნდა დედაჲ თჳსი, ანუმცა უარ-ჰყოფდა მისგან შობასა; ნუ იყოფინ! ვითარმცა სირცხჳლ-უჩნდა დედად წოდებაჲ მისი, რომლისა საშოსა დამკჳდრებაჲ და მისგან უაღრეს ბუნებათა შობაჲ არა უღირს-იჩინა? და ესოდენი აქუნდა მისთჳს მოღუაწებაჲ, ვიდრეღა ჟამსა მასცა, რაჟამს ჯუარსა დამოკიდებულ იყო, შეჰვედრა იგი მოწაფესა მას უმეტეს ყოველ-თა შეყუარებულსა და ამცნო შვილებრივისა ერთგულებისა და მსახურებისა ჩუენებად მისა მიმართ. არამედ აწ სიტყუათა ამათ მიერ ორსა განგებულებასა გამოაჩინებს: ერთად ამას მოასწავებს, ვითარმედ თჳნიერ სათნოებისა არა თუმცა სხუაჲ რაჲმე საქმე, არამედ არცა თუ დედობაჲ იგი ქრისტესი არადმცა სარგებელ ქმნილ იყო, უკუეთუმცა დედაჲ იგი არა ყოვლითავე სათნოებითა და კეთილისსაქმითა შემკობილ იყო; ვითარცაიგი ჭეშმარიტად უაღრეს იყო ქალწული იგი წმიდაჲ ყოველთა დაბადებულთასა სიწმიდითა სულისა და ჴორცთაჲთა და ყოვლითავე სათნოები-თა; რამეთუ არცა იპოვა დასაბამითგან მსგავსი მისისა სიწმიდისაჲ კაცთა ბუნებასა შინა. ამისთჳს ანგელოზთაცა უმეტეს იქმნა, უმაღლეს ქერობინთა და უდიდებულეს სერაბინთა. ხოლო უკუეთუმცა არა ესევითარი...
სახარებაჲ მათესი 12:46
45. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა.46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
სახარებაჲ მათესი თავი 12