თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ჴორციელთა მათთჳს იტყჳს თუალთა და სასმენელთა, არამედ გონებისათა. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ესენიცა ჰურიათა ნა-თესავისაგან იყვნეს და მათ თანავე აღზრდილ, გარნა არარაჲ ევნო მათ სიტყუათაგან წინაჲსწარმეტყუელისათა, რამეთუ არცა ყურითა მძიმედ ისმინეს, არცა თუალნი დაიწუხნეს, არამედ ძირი იგი კეთილთაჲ აქუნდა, რომელ არს გულსმოდგინებაჲ და გონებაჲ კეთილი და ნებაჲ უმჯობესისაჲ მჴურვალე.
ხედავა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ“, არა თუ იძულებასა რასმე მოასწავებდა ანუ განთჳსებასა, არამედ ნეფსითსა მას და გულსმოდგინედ შეწყნარებასა მათსა. რამეთუ უკუეთუმცა არა მათისა მის კეთილისა გონებისა იყო გულსმოდგინებით შეწყნარებაჲ იგი, არამცა სანატრელ ქმნილ იყვნეს; არამედ არცა თუალნი დაიწუხნეს, არცა ყურნი დაიმძიმნეს სმენად, ამისთჳს ღირს იქმნეს ნეტარებისა, ვითარცა ეტყჳს კუალად: