მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13

იგავი მთესველზე

(მკ 4:2-20; ლკ 8:4-15)

სახარებაჲ მათესი 13 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს“ (13,10-11).

ღირს არს საკჳრველებისა საქმე იგი მოწაფეთაჲ, ვითარ სურვიელ ღა-თუ იყვნეს სწავლად ყოველთა მათ იგავთა, არამედ უწყოდესვე, თუ ოდეს ჯერ-იყო კითხვაჲ; რამეთუ არა ყოვლადვე იქმან ამას. და ოდეს იქმოდინ, - მოწიწებით და კრძალულებით, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ოდეს იყო თჳსაგან, მაშინ ჰკითხეს...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კე-თილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა...

სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა. და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა. ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კე-თილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? ხოლო მან ჰრქუა: ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა. აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამამდე მკისა“ (13,24-30).

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი იგავთა დასაბამითგან სოფლისაჲთ“1 (13,34-35).

ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: „ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. და თჳნიერ იგავისა არას ეტყოდა მათ“.2 არა თუ ყოვლადვე, რამეთუ მრავალგზის ეტყოდა თჳნიერ იგავისა, არამედ მის ჟამისათჳს თქუა მახარებელმან, ვითარმედ...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დას-თესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილ-თაჲ. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,37-43).

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).

სიტყუანი ესე...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა“ (13,53-54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: „არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“,1 ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: „ხოლო შენ, კაპერნაუმ,...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა თუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ეპყრა იგი. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი, რომლისაგან ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოოს. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ. და შე-ღათუ-წუხნა იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას; და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს“ (14,3-12).