მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:20

19. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა.20. ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი.21. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 13
20. ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი.
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:16-23 — მოწაფეთა ნეტარება და მთესვარის იგავის განმარტება:

16-17. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. - ნეტარნი არიან მოციქულთა ხორციელი თვალები და ყურები, მაგრამ კიდევ უფრო ღირსნი ნეტარებისა მათი სულიერი თვალები და ყურებია, რადგანაც ქრისტე შეიცნეს. უფალი მათ წინასწარმეტყველებზე მაღლა აყენებს, რადგან ქრისტე ხორციელი თვალებითაც იხილეს, მაშინ, როცა ისინი მას მხოლოდ სულიერი თვალებით ჭვრეტდნენ, და კიდევ იმიტომაც, რომ არც იმდენი დაფარულის გაგების და არც ისეთი ცოდნის ღირსნი გამხდარან, რამდენიც ამათ შეიტყვეს და შეიმეცნეს. ამგვარად, მოციქულები წინასწარმეტყველებს ორი რამით აღემატებიან: იმით, რომ მაცხოვარი ხორციელადაც იხილეს და იმით, რომ ღმრთეებრივ საიდუმლოებს სულიერად უფრო მეტად ეზიარნენ. უფალი მოწაფეებს იგავს განუმარტავს და ეუბნება:

18-19. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სულგრძელება ყოველთა მიმართ და მადლობა:

...სულმოკლეობა; რადგან ისიც, დაუდევრობის მსგავსად, ღუპავს . ვინც შეურაცხყოფას ვერ ითმენს, სულმოკლეა; ვინც განსაცდელს ვერ ითმენს, სულმოკლეა; სწორედ ის არის, ვისზეც ნათქვამია: „ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა" (). არსებობს კიდევ სხვა სახეც — უძლურება. ამბობს: „თავს-იდებდით უძლურთა მათ" (), და აქ უძლურებში სარწმუნოებით უძლურებს გულისხმობს; რადგან უძლურება სარწმუნოების მიმართაც იჩენს თავს. მაგრამ ნახე, როგორ არ რთავს ნებას, რომ ისინი შეიზიზღონ. სხვა ადგილასაც წერდა და ამბობდა: „და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). რადგან ჩვენს სხეულებშიც უძლურ ნაწილს არ ვწირავთ დასაღუპად.

ამბობს: „სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ." ()...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...ასე ხომ ყველაზე მხდალიც კი შევიდოდა ცეცხლში, თუკი თავისი უსაფრთხოების სანდო თავმდებს იპოვიდა. ვინც შეურაცხყოფას ვერ ითმენს, სულმოკლეა; ვინც განსაცდელს ვერ ითმენს, სულმოკლეა; სწორედ ის არის, ვისზეც ნათქვამია: „ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა" (). არის კიდევ სხვა სახეც: უძლურებისა. ამბობს: „თავს-იდებდით უძლურთა მათ" (), და აქ უძლურებში რწმენით უძლურებს გულისხმობს; რადგან უძლურება რწმენის მხრივაც იჩენს თავს. მაგრამ ნახე, როგორ არ უშვებს, რომ ისინი ზიზღით მოიშორონ.

სხვა ადგილასაც წერდა და ამბობდა: „და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). რადგან ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ, რაღას იძიებთ ზედმეტად, თუკი დარწმუნებულნი ხართ?...

სრულად ნახვა