მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:32

31. სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,32. რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად.
სახარებაჲ მათესი თავი 13
32. რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელ მოიღო კაცმან და დას-თესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვითარმედ მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა“ (13,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ თესლისა მისგან სამი ნაწილი წარწყმდა და ერთი ცხონდა, და ცხოვნებულსა მასცა შორის მტერმან ღუარძლი დასთესა, რაჲთა არავინ თქუას, თუ მცირედ სადმე და უნდო-ყოფად არს კრებული იგი მორწმუნეთაჲ, ამისთჳს შემოიღო იგავი ესე მდოგჳსაჲ, რაჲთა იჭჳ იგი განაქარვოს და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ დიდად აღორძინებად არს ქადაგებაჲ იგი სასუფეველისაჲ. რამეთუ ვი-თარცა მარცუალი იგი მდოგჳსაჲ ფრიად მცირე არს, ხოლო აღიზარდის რაჲ, უფროჲს ყოველთა მხალთასა იქმნის, ეგრეთვე ქადაგებაჲ ესე სახარებისაჲ. დაღაცათუ მცირედ არიან რიცხჳთა მოწაფენი და შეურაცხ კაცთაგან, არამედ ძალითა ჩემითა ესოდენ აღორძნდეს ქადაგებაჲ მათი, ვიდრეღა ყოველი სოფელი დაიპყრას, და აჩრდილსა მისსა ყოველნი კაცნი მიივლტოდინ.

მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:31-35 — მდოგვისა და საფუარის იგავები:

31-32. სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა. - მარცვალი მდოგვისა ქადაგება და მოციქულები არიან, რადგან თითქოსდა ისინი ცოტანი იყვნენ, მაგრამ მთელი სამყარო ისე მოიცვეს, რომ, ფრინველნი ზეცისანი ანუ ისინი, რომელთაც მსუბუქი და ფრთაშესხმული გონება აქვთ, მათზე ისვენებენ. ამრიგად, მდოგვის მარცვალიც რომ იყო, შესახედავად მცირე (რამეთუ სათნოების სახილველად გამოფენა საჭირო არაა), მაგრამ თბილი, მოშურნე, გონებამახვილი და მამხილებელი, მაინც მეტი იქნები მხალეულზე, ანუ სუსტებსა და არასრულყოფილებაზე, შენ თვითონ სრული, ასე რომ, რადგანაც ანგელოზური ცხოვრებით ცხოვრობ, ფრინველნი ზეცისანი, ანუ ანგელოზები შენზე დაისვენებენ. ისინი ხომ მართალთა ზედა ხარობენ.

33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის