თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა განაგდებს ძუელსა მას წერილსა, არამედ აქებს და სიმდიდრედ უწესს, და აქებს მოციქულთა, რამეთუ კე-თილად გულისჴმა-ჰყვეს იგი და ჰრწმენა უფლისაჲ? რამეთუ ამისთჳს ყოველივე შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს. და ესე წმიდანი მოციქულნი მიამსგავსნა სახლისა უფალსა მდიდარსა და ჭეშმარიტად მწიგნობრად სახელ-სდვა მათ, რამეთუ ძუელისა მის წერილისა ძალი კეთილად ცნეს და ახალი ესე ქადაგებაჲ და მოძღურებაჲ ქრისტესი სარწმუნოებით და გულსმოდგინედ შეიწყნარეს და აღასრულეს. ხოლო რომელნი-იგი ძალსა წერილთასა უმეცარ არიან, არა არიან იგინი სახლისა უფალ. რამეთუ არცა თავით თჳსით აქუს, არცა სხუათაგან მიიღებენ, არამედ უდებებისაგან სიკუდილითა მოსწყდებიან. ეგრეთვე მწვალებელნი სრულიად უცხო არიან ნეტარებისაგან, რამეთუ არცა ძუელისა მის წერილისაგან აქუს ნაწილი, არცა ახლისა, არამედ ორისაგანვე დაკლებულ და განვრდომილ არიან, რამეთუ ორნივე შჯულნი შეერთებულ და შეთხზულ არიან ურთიერთას.
სახარებაჲ მათესი 13:52
51. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.52. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.53. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ.
სახარებაჲ მათესი თავი 13