მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:34

33. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.34. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.35. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული
სახარებაჲ მათესი თავი 14
34. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანისცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა“ (14,32-34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ამისა იტყოდეს, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ ხოლო აწ მოუჴდეს და თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“. ჰხედავა, ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისჴმის-ყოფისა კიბეთა? რამე-თუ მაშინ შეჰრისხნა ზღუასა მას და ქართა, ხოლო აწ სხჳთ სახით უჩუენა ძალი თჳსი - სლვითა ზღუასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთჳსცა უმეტესად სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“.

ხოლო სიტყუასა ამას ზედა ნუუკუე შეჰრისხნაა ქრისტემან? ნუ იყოფინ! უფროჲსღა დაამტკიცა, უმეტესითა რაჲ ჴელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი:

მათეს სახარების განმარტება - თავი XIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
14:34-36 — განკურნებანი გენესარეთში:

34-36. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული  და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს. - რადგანაც იესო გენესარეთში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ადამიანები მას არა მხოლოდ შესახედავად, არამედ სასწაულებითაც იცნობდნენ, რის გამოც მხურვალე რწმენა გამოამჟღავნეს. ისე რომ, მისი სამოსის ბოლოს შეხებას ესწრაფოდნენ და რომელნიც ამას აკეთებდნენ, იკურნებოდნენ კიდეც. ამგვარად, ქრისტეს სამოსის კიდეს, ანუ მისი ხორციელი არსებობის დასასრულს შენც შეეხე, რადგან უკეთუ იმას ირწმუნებ, რომ ქრისტე ამაღლდა, გადარჩები, რამდენადაც სამოსი აქ ხორცია, ხოლო კიდე მისი - დედამიწაზე ცხოვრების აღსასრული.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის