მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:4

3. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.4. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.5. და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 14
4. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნჱ ამპარტავანებისათჳს:

...ჰზუაობ სიმდიდრესა ზედა და დიდებულთა შვილებასა? რად ჰმაღლოჲ მთავრობასა ზედა და აზნაურებასა? მიჩუენე სულისა მთავრობაჲ და აზნაურებაჲ, ვითარი აქუნდა მას, რომელი ჴორციელად გლახაკ იყო და უპოარ, ხოლო მეფენი ძრწოდეს მისგან; რომელი კადნიერებით ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა ქორწინებად ცოლი ფილიპეს, ძმისა შენისაჲ“.

და კუალად, ვითარ იყო პირველ მისა მოსილი იგი ხალენითა, რომლისაგან იმალვოდა აქაბ მეფე; ვითარ იყვნეს მოციქულნი და წინაჲსწარმეტყუელნი. უკუეთუ გაქუს ესევითარი სულიერი აზნაურებაჲ, მაშინღა ნუვე ჰზუაობ, რამეთუ „საძაგელ არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გული-თა“; ხოლო უფროჲსად ამაოთა ამათ და წარმავალთა საქმეთათჳს ზუაობაჲ დიდი უგუნურებაჲ არს. რამეთუ სულნი მდიდართა და დიდებულთა ქუეყანისათა უმრავლესნი ვერაგობისაგან თჳსისა და ცოდვისმოყუარებისა ფრიად შორს არიან ჭეშმარიტისა მის აზნაურებისაგან, და უფროჲსღა, მონა არიან არა ხოლო თუ ცოდვისა, არამედ ყოველთა კაცთაცა. რამეთუ არარაჲ ესრეთ დაჰჴსნის აზნაურებასა მას სოფლისასა, ვითარ შემსჭუალვაჲ გონებისაჲ საქმეთა სოფლისათა და დიდებასა კაცობრივსა.

ესე ჰყოფს სულსა მონა არა თუ ერთისა კაცისა ანუ ერთისა ვნებისა, არამედ ბევრეულთა კაცთა და უმრავლესთა ვნებათა. დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...ე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელთა საქმეთათჳს იყო, არამედ - წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომაჲ სასუფეველისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან წარუვალთა; და პირველ მერმისა მის ჭირისა აქავე ყოველთა უსაწყალობელეს არს ესევითარი იგი კაცი, მარადის მწუხარე არნ, მარადის ეშინინ, მარადის ზრუნავნ, მარადის იურვინ. ამისთჳს ბრძენი იგი იტყოდა: „ივლტინ უღმრთოჲო, რაჟამს-იგი სდევნ არავინ“; რამეთუ ესევითართა მათ ეშინინ აჩრდილისაგანცა თჳსისა და...

სრულად ნახვა