თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ფარისეველთა ამხილა და წინაჲსწარმეტყუელიცა მაბრალობელად წარმოუდგინა და ყოვლითურთ პირი დაუყო, მერმე მოუწოდა ერსა მას სიტკბოებით და ჰრქუა: „ისმინეთ და გულისჴმაყავთ: არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი“. არა თქუა, თუ: რიდობაჲ ეგე ჭამადთაჲ ცუდ არს, ანუ თუ მოსე ცუდად დააწესა, არამედ წესითა სწავლისაჲთა იწყო სიტყუად და ბუნებითისა საქმისაგან მოიღო მიზეზი ამის წესისაჲ. ხოლო ესე რაჲ თქუა მან, არარაჲ მიუგეს ფარისეველთა, არცა ჰრქუეს, თუ: ღმერთმან ესოდენნი წესნი ჭამადთათჳს განაწესნა რჩულისმდებელისა მიერ, ვითარ აწ შენ გნებავს ესევითართა მათ წესთა დაჴსნაჲ? არამედ ვინაჲთგან ძლიერად ამხილა მათ, არა ხოლო თუ გამოცხადებითა უკეთურებათა მათთაჲთა, არამედ დაფარულთაცა გულისა მათისათა და მზაკუვარებისა მის მათისა გამო-ჩინებითა, ამისთჳს დაეყო პირი მათი და წარვიდეს. რამეთუ უფალმანცა არა გამოცხადებით თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ მიფარულადრე; ამისთჳს არა თქუა, თუ: ჭამადნი არა შეაგინებენ კაცსა, არამედ: „არა თუ პირით შემავალი შეაგინებსო კაცსა“, რომელ-ესე გულისჴმა-იყოფებოდა უბანელითაცა ჴელითა ჭამისათჳს; რამეთუ თავადი...
სახარებაჲ მათესი 15:10
9. ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.10. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ:11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.
სახარებაჲ მათესი თავი 15