მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:11

10. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ:11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს?
სახარებაჲ მათესი თავი 15
11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).:

...იტყოდის: და რად სთხოვა უფალმან მას წყალი, ვინაჲთგან შჯული არა უბრძანებდა? გარნა ესრეთ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ესევითართა მათ არად სარგებელთა საქმეთა დაჰჴსნიდა უფალი, რამეთუ ამისთჳს მოვიდა, რაჲთა აჩრდილნი იგი განაქარვნეს და ჭეშმარიტებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ „არა თუ შემავალი შეაგინებსო კაცსა, არამედ გამომავალი“. ; ხოლო ესეცა საქმჱ არა თუ მცირედ შესმენაჲ არს ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი ესეზომითა სწავლითა ვერ მოდრიკნა, ხოლო დედაკაცი ესე ერთითა ოდენ სიტყჳთა მოიქცა; რამეთუ იგი არა ამისთჳს მოსრულ იყო, არამედ თჳსსა საქმესა ვიდოდა, და უფალმანცა არა იძია ზრახვაჲ მისი, არამედ ვინაჲთგან მოვიდა, არა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან. და მოწაფეთა ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“, არა თუ ესრეთ თქუა, თუ: დაღაცათუ მოვიდენ, თქუენ გარემიაქციენით, რამეთუ ესე ფრიად არა ღირს იყო მისისა სახიერებისა. ამისთჳსცა ჰრქუა დედაკაცსა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“ (4,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა პირველითგან უფალმან წრფელი გონებაჲ დედაკაცისაჲ მის და ვითარმედ ა...

სრულად ნახვა