თ ა რ გ მ ა ნ ი: იცის უფალმან უგულებელს-ყოფაჲცა დაბრკოლებისაჲ და არა უგულებელს-ყოფაჲცა, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური“; ხოლო აქა იტყჳს:
სახარებაჲ მათესი 15:12
11. არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს?13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას.
სახარებაჲ მათესი თავი 15