მაშინ, ოდეს-იგი ჰრქუა მას პეტრე: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე“, და შეჰრისხნა მას უფალმან, არა კმა-ყო შერისხვითა მით ხოლო, არამედ ინება უმეტესითა სიმტკიცითა გამოჩინებად სარგებელი იგი, რომელი მისისა მის ვნებისაგან ყოფად იყო; თქუა ესრეთ, ვითარმედ: შენ მეტყჳ მე, ჵ პეტრე: შენდობა იყავნ შენდა, არა იყოს ეგრე; ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: არა ხოლო თუ ესე სავნებელ არს შენდა და ყოველ-თათჳს და წარსაწყმედელ, უკუეთუ ჩემი ჯუარ-ცუმაჲ არა აღესრულოს, არამედ უკუეთუ შენცა არა განმზადებულ იყო მარადის სიკუდილად, ვერვე ჴელ-გეწიფების ცხორებასა საუკუნოსა შესლვად.
რამეთუ ენება მათდა გულისჴმის-ყოფად, რაჲთა არა უღირსად მისა და შეურაცხებად ჰგონებდენ ჯუარ-ცუმასა. ამისთჳს, ვითარცა იოვანეს თავსა წერილ არს, ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ხოლო აქა უმეტესისა დამტკიცებისათჳს, არა ხოლო თავისა თჳსისათჳს იტყჳს, თუ ჯერ-არს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, არამედ მათცა...