ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვი-თარ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).
სიტყუაჲ ესე საცნაურ იყო ერსა მას შორის ჰურიათასა და მიმოიქადაგებოდა ქრისტესთჳსცა და ელიაჲსთჳს ყოველთა შორის. ამისთჳს სამარიტელიცა იგი მეცნიერ იყო სიტყუასა ამას და იტყოდა: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მიმითხრას ჩუენ ყოველი“. და კუალად ჰურიანი ეტყოდეს იოვანეს: „ელია ხარა შენ ანუ წინაჲსწარმეტყუელი იგი?“ უწყებულ იყო უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტეს მოსლვისაჲ და ელიაჲსთჳსცა, ვითარცა ვთქუ, გარნა არა ჯეროვნად გამოი-თარგმანებოდა მწიგნობართა მათ მიერ. რამეთუ წერილნი ორთა მოსლვა-თა იტყჳან ქრისტესთა: ამას, აწ აღსრულებულსა, და მეორესა მას დიდებით მოსლვასა, ვითარცა-იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყჳს: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით...