თ ა რ გ მ ა ნ ი: შიში შეუჴდა გულსა მოწაფეთასა და ურვაჲ, ვითარმედ: ნუუკუე წარწყმიდეს მადლი იგი, რწმუნებული მათდა? რამეთუ მიეღო ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა. ამისთჳს, ვითარცა საქმისათჳს დაფარულისა, თჳსაგან ჰკითხვენ უფალსა. და თავადმან განუმარტა მათ, ვითარმედ ვერსრულებისაგან სარწმუნოებისა შეემთხჳა, არა თუ სხჳსა რაჲსმე ბრალისთჳს.
ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: რაჲსათჳს ეტყოდა: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი! და მიიცვალოს“? ოდეს სადა მიცვალეს მოციქულთა მთაჲ ადგილით თჳსით? ესრეთ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან, ვითარმედ ფრიად უაღრესნი და უზეშთაესნი საქმენი ქმნეს მათ შეცვალებისა მთათაჲსა.
იხილეთ, რავდენნი მკუდარნი აღადგინნეს! რავდენ უკუე უმეტეს არს და უზეშთაეს სულისა განსრულისა გუამისაგან მოქცევად გუამადვე თჳსა და სიკუდილისა განდევნად გუამისა მისგან და აღდგინებად სამარესა შეწყუდეულისა, ვიდრეღა შეცვალებაჲ მთისა ადგილით თჳსით.
ხოლო ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ მრავალთა წმიდათა, ფრიად უდარესთა საზომისა მის მოციქულთაჲსა, პირველ არამრავლისა ჟამისა ჩუენისა ამის ნათესავისა...