თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რავდენითა სახითა ესწრაფის მოყვანებად ჩუენდა სიყუარულად და მოღუაწებად უდარესთა ძმათასა? აწ უკუე ნუ იტყჳ, საყუარელო, ესე ვინმე უნდოჲ არს, და იგი ვინმე გლახაკ არს და შეურაცხ, და უგულებელს-ჰყოფ ძმათა შენთა. რამეთუ უფალმან ჩუენმან და მეუფემან გჳბრძანა ყოვლით კერძო ზუაობისა განდევნაჲ. ამისთჳს ყრმაჲ წარმოადგინა და თქუა: „რომელი არა იქმნას, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა“; და კუალად თქუა: „რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნაროს. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, დიდად დაისაჯოს“. და არა კმა-ყო იგავი იგი წისქჳლისაჲ, არამედ ვაებაჲცა მისცა ესევითართა მათ ამპარტავანთა და დამაბრკოლებელთა, რამეთუ იგინი არიან მომპოვნებელნი საცთურთანი, და მათი ბრძანა მოკუეთაჲ, დაღაცათუ მეგობარ ჩუენდა იყვნენ. ხოლო აწ კუალად თჳსი იგი ვნებაჲ აჴსენა და წარწყმედულთა ძიებისათჳს სიკუდილი, და იგავი ესე წარმოგჳთხრა მწყემსისა მის კეთილისაჲ, რომელმან დაუტევის ოთხმეოცდაათცხრამეტი და ძიებად...
სახარებაჲ მათესი 18:13
12. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი?13. და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს.14. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი.
სახარებაჲ მათესი თავი 18