მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18

სახარებაჲ მათესი 18 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).

თქუას ვინმე წინააღმდგომთაგანმან, ვითარმედ: უკუეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი, რაჲსათჳს აბრალებს სოფელსა და ვაებასა მისცემს? ჯერ-იყო შეწევნაჲ და ჴელის-აპყრობაჲ, ესე არს საქმე მკურნალისა სახიერისაჲ და ჴელისამპყრობელისა ძლიერისაჲ, ხოლო ბრალობაჲ ოდენ ყოველსავე ძალ-უც.

რაჲ-მე უკუე ვთქუათ ესევითართა მათ ურცხჳნოთა ენათა მიმართ? რასა ეძიებ,...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).

ვინაჲთგან ზემო ძლიერად შეჰრისხნა დამაბრკოლებელთა და დიდად შეაშინნა იგინი, რაჲთა არა მათ სიტყუათა მიერ დაბრკოლებულნი სრულიად უდებ იქმნენ და ჰგონებდენ, თუ ყოველივე სასჯელი დამაბრკოლებელთა მათ ზედა განჩინებულ არს, და სხუასა ძჳრისსაქმესა შთავარდენ და შეურაცხებად ძმათა თჳსთა მოვიდენ ზუაობით, ამისთჳს იხილე, ვითარ მათცა ჯეროვნად...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდა იესუს პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდგზისამდეა? ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათჯერ შჳდგზის“ (18,21-22).

ჰგონებდა პეტრე, თუ დიდი რაჲმე თქუა შჳდგზის მიტევებაჲ, და ეტყჳს, ვითარმედ: უფალო, ესე, რომელი გჳბრძანე ქმნად, რავდენგზის ვქმნა? უკუეთუ ყოვლადვე ცოდვიდეს ძმაჲ იგი და ყოვლადვე ვამხილებდე და მოვიდოდის სინანულად, რავდენგზის გჳბრძანებ, რაჲთა თავს-ვიდებდეთ მისსა? რამეთუ...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მოყუასი თჳსი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა თანაგაც. შეუვრდა მოყუასი იგი მისი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ უფროჲსღა აურვებდა მას და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი. იხილეს რაჲ მოყუასთა მათ მისთა საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მას მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იყო. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე მოყუასი იგი შენი, ვითარცა მე შეგიწყალე შენ? და განურისხდა მას უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები“ (18,28-34).

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად“ (17,22-23).

პირველ ამისა, აბრალა რაჲ პეტრე სიტყჳსა ამისთჳს, ფრიად შეჰრისხნა მას. და კუალად მოსე და ელია მთასა ზედა ვნებისა მისისათჳს იტყოდეს და საქმესა მას დიდებად უწოდეს, და მამამან ზეცით წამა ძე იგი საყუარელი, და სასწაულნი ესოდენნი აღესრულნეს, და აღდგომისა ქადაგებაჲ ესმა; და ამას ყოველსა ზედა ესმა...

სარჩევი