თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო საშინელ-ჰყოფს იგავსა მას. ხოლო რაჲსათჳს მეუფე იგი ბრძანებს ცოლისა და შვილთა განსყიდად, რამეთუ იგინიცა მონანი მისნი იყვნეს, და მისა მივიდოდა დაჭირვებაჲ? არა თუ უწყალოებისაგან ბრძანა ესე, არამედ ფრიადისა სახიერებისაგან, რამეთუ ენება შეშინებად მისა, რაჲთა მოვიდეს ვედრებად მისა, და მიანიჭოს მას წყალობაჲ. ხოლო რაჲსათჳს პირველ სიტყჳს განგებისა არა ქმნა ესე? ამის-თჳს, რაჲთა უჩუენოს მას, თუ რაოდენთა თანანადებთაგან განათავისუფლა იგი, და ამით სახითა ექმნას იგიცა მოყუასსა თჳსსა მოწყალე. ისმინე უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ სახარებისაჲ:
სახარებაჲ მათესი 18:25
24. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ.25. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი.26. დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ.
სახარებაჲ მათესი თავი 18