იხილეა კუალად სახიერებისა ამის გარდამატებულებაჲ? დროებაჲ ხოლო ითხოა და სულგრძელებაჲ მონამან მან, ხოლო უფალმან უმეტეს თხოისა მისისა მისცა: შენდობაჲ და მიტევებაჲ ყოვლისავე თანანადებისაჲ, ბევრისა მის შანთისაჲ. რამეთუ ენება პირველითგანვე ჩუენებად უხუადმიმნიჭებელობისა მის თჳსისა, გარნა არა ენება, რაჲთა მისი ხოლო იყოს ნიჭი იგი, არამედ რაჲთა მონისა მისცა ვედრებაჲ მიზეზ ექმნას სახიერებასა მისსა, რაჲთა არა სრულიად უცხო იყოს კეთილისა მისგან. რამეთუ დაღაცათუ იგი შეუვრდა და ევედრა, არამედ ყოველივე საქმე მოწყალებისა მის უფლისაჲ იყო, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შეეწყალა უფალსა მონაჲ იგი და განუტევა“. გარნა ეგრეთცა ენება, რაჲთა იგიცა ჩნდეს მიზეზმცემელ წყალობისა მის, რაჲთა არა სრულიად ცარიელ იყოს და სირცხჳლეულ და რაჲთა თჳსისა მის სახისაგან მოყუსისაცა მიმართ იპოოს იგი სახიერ. გარნა მონაჲ იგი აქამომდე გონიერ იპოვა და სათნო, რამეთუ აღიარა თანანადები იგი და აღუთქუა ყოვლისავე მიცემად და შეუვრდა და ევედრა და აბრალა თავსა თჳსსა და ცნა სიდიდე იგი თანანადებისაჲ მის, ხოლო შემდგომი ამისი ფრიად უღირს არს და შეუმსგავსებელ პირველისა. რამეთუ განვიდა რაჲ მიერ მონაჲ...
სახარებაჲ მათესი 18:26
23. ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. - შინაარსი ამ იგავისა გვასწავლის, რომ ჩვენც მიუტევოთ მოყვასთ, რომელნიც ჩვენს წინაშე სცოდავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიტევებას მუხლებზე დაცემულნი ითხოვენ. გამოწვლილვით გამოკვლევა ამ იგავისა, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ქრისტეს გონება აქვს, მაგრამ გავკადნიერდეთ და ჩვენც შევეცადოთ. სასუფეველი ღმრთის სიტყვაა, მაგრამ არა რაღაც მცირეთა, არამედ ცათა და მსგავსია მეუფისა, რომელიც ჩვენთვის განხორციელდა და კაცის მსგავსად იქმნა. იგი ანგარიშს იბარებს თავისი მონებისაგან, რათა ისინი კეთილად განსაჯოს, სამსჯავროს გარეშე კი არავის სჯის, რადგანაც ეს სისასტიკე იქნებოდა.
24-25. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. - ჩვენც ბევრეული (ათიათასი) ტალანტი გვმართებს, რადგან მადლს ყოველდღე ვიღებთ, სანაცვლოდ კი ღმერთს არანაირ სიკეთეს არ მივაგებთ. ბევრეული ტალანტი...
...ონს, თხოვდა და ევედრებოდა. "შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას" (). ხედავ ბატონის მოწყალებას? ის ფეხებში ჩაუვარდა და მხოლოდ ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა: "სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ" (). მაგრამ კეთილმა, შემწყნარებელმა და კაცთმოყვარმა ბატონმა, შეიბრალა რა მონა, არა იმდენი მისცა, რამდენსაც ითხოვდა, არამედ იმდენი, რამდენსაც ვერც მოელოდა. უფალი, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის აჭარბებს და წინ უსწრებს ჩვენს თხოვნას. ასე, როცა ის ვადის გახანგრძლივებას ევედრებოდა და მთელი ვალის დაბრუნებას პირდებოდა, უფალმა, სახიერებით ჩვენი შეცოდებანი რომ სძლევს, შეიბრალა და განუტევა იგი, და ვალიც შეუნდო. ხედავ, რას ითხოვდა მონა, და რამდენი უბოძა ბატონმა? ახლა უყურე ამ მონის უგუნურობას. ამ შეწყნარებისა და მისთვის აღმოჩენილი გამოუთქმელი ქველმოქმედების შემდეგ, მას ხომ თვითონაც უნდა გამხდარიყო თანამოძმეთადმი მეტად თანალმობიანი, მაგრამ ის სულ სხვაგვარად იქცევა. "და ვითარცა გამოვიდა მიერ", — ნათქვამია, — ეს იგივე (მონა), რომელსაც ათი ათასი ტალანტი შეენდო... მოისმინეთ, გთხოვთ, ყურადღებით: ის, რაც ამ მონას შეემთხვა, შეიძლება ჩვენს სულში სიღრ...