თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სახიერებაჲ იგი მეუფისაჲ მის და გულფიცხელობაჲ მონისაჲ? ისმინეთ ყოველთა, რომელნი უსახურ ხართ და ფიცხელ მოყუასთა მიმართ, რომელნი თანანადებისათჳს მცირედისა საფასისა შეაგდებთ საპყრობილედ გლახაკთა. ისმინეთ, რაჲ-იგი შეემთხჳა მონასა მას, რომელმან არა შეიწყალა მოყუასი თჳსი, არცა მოიჴსენა, ვითარმედ იგიცა მათვე სიტყუათა ეტყოდა უფალსა თჳსსა და პოა შენდობაჲ ბევრისა მის შანთისაჲ; არა შეიკდიმა სიტყუათა მათგან; არა იცნა ნავთსაყუდელი იგი, რომლითა განერა დანთქმისაგან; არა მოიჴსენა მოწყალებაჲ იგი მეუფისაჲ, არამედ ყოველივე იგი დაივიწყა ანგაჰრებისაგან და უწყალოებისა და ძჳრის-ჴსენებისა. ამისთჳსცა უძჳრეს მჴეცისა აშთობდა მოყუასსა თჳსსა.
რასა იქმ, ჵ კაცო? არა ხედავა, რამეთუ თავისა შენისა მოსაკლავად ჰლესავ მახჳლსა და განიახლებ რისხვასა უფლისასა? არა გულისჴმა-ჰყოფა, უბადრუკო, რამეთუ შენ ბევრისა შანთისა მიტევებასა ითხოვდი, და მოყუასი შენი ასისა დრაჰკნისათჳს დროებასა გევედრების? შენ მეუფესა ევედრებოდე და იგი მოყუასსა. გარნა ამას ყოველსა უგულისჴმო იყო უბადრუკი იგი, ამისთჳს მოყუასი იგი შეაგდო საპყრობილედ.
„იხილეს მოყუასთა მისთა საქმე ესე...