ზედაჲსზედა განეშორებოდა ჰურიასტანსა შურისათჳს მათისა და მივიდოდა გალილეას, რაჲთა ერმან მან, მსხდომარემან ბნელსა, იხილონ ნა-თელი. ხოლო აწ, ვინაჲთგან მოახლებულ იყო ჟამი ცხოელსმყოფელისა მის ვნებისა მისისაჲ, „მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა... და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“. ოდესმე სიტყჳთა სწავლიდა და ოდესმე სასწაულთა აღასრულებდა, რაჲთა სასწაულთა მიერ სარწმუნო იყოს მოძღურებაჲ მისი, ხოლო მოძღურებისაგან აღემატებოდის სარგებელი იგი სასწაულთაჲ. ესე იგი არს, რაჲთა ღმრთისმეცნიერებად მოვიდენ. ხოლო მოციქულთა საქმე იხილე, ვითარ შემოკლებულითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ სასწაულთა თანაწარჰჴდებიან, რამეთუ აჰა ესერა მახარებელმან არა აჴსენა კაცად-კაცადი განკურნებულთა მათგან, არამედ ერთბამად აჴსენა, ვითარმედ: „მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“, რომელნიმე ჴორციელთა სენთაგან და რომელნიმე სულიერთა. რამეთუ კურნებაჲ იგი უძლურთაჲ სხუათა მიზეზ ღმრთისმეცნიერებისა იქმნებოდა; გარნა მწიგნობარნი და ფარისეველნი უცხო იყვნეს მადლისა მისგან, რამეთუ უფროჲსღა შურითა შეიწუებოდეს. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი:
სახარებაჲ მათესი 19:2
1. და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა.2. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ.3. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?
სახარებაჲ მათესი თავი 19