...ელობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ერთის შესაწირავი მიღებულ იქნა, მეორისა კი — უარყოფილ ღმერთის მიერ. „და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა" (). შეხედე, როგორ აღსრულდება აქ სახარებაში ნათქვამი: „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა" (). აი, ვისაც პირმშობის უპირატესობა ჰქონდა და ვინც პირველმა მიიტანა (მსხვერპლი), ძმაზე უარესი აღმოჩნდა, რადგან არა ისე მიიტანა, როგორც ეკადრებოდა. როცა ორივემ მსხვერპლი მიიტანა, „მოიხილა, — ამბობს საღვთო წერილი, — ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა". რას ნიშნავს „მოიხილა"? ნიშნავს: მიიღო, განზრახვა შეაქო, გვირგვინი დაადგა განწყობას, ასე ვთქვათ, კმაყოფილი იყო აღსრულებულით. ჩვენ, როცა ღმერთზე ვლაპარაკობთ და უკვდავ იმ ბუნებაზე პირის გახსნას ვბედავთ, ადამიანები რომ ვართ, სხვაგვარად ვერ წარმოვიდგენთ ამას, თუ არა ენის საშუალებით. მაგრამ აი, რა არის საკვირველი: „მოიხილა, — ამბობს, — ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა". ცხვრების მირთმევას წერილმა ძღვენი უწოდა, რადგან ძვირფასი, რჩეული, უნაკლო იყო მირთმეული. ამრიგად, ღმერთი მოხედა აბელს იმისთვის, რომ მან შესაწირავი წმინდა განწყობით მიიტანა; მოხედა მირთმეულ...
სახარებაჲ მათესი 19:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...იტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთ...
...ა ყურეთა ქალაქისათა, გზათა ზედა და ფოლოცთა და უცხოთა, ბრმათა და მკელობელთა შემოხადეთ აქა“. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის თქუა, ვითარმედ: მეძავთა და მეზუერეთა უსწრონ მათ სასუფეველად, და იგინი განითხინენ გარე; და კუალად: „იყვნენო წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“, ; (20,16) აწ გამოაჩინებს, ვითარმედ სამართლად იქმნა ესე, მათი იგი განვრდომაჲ და წარმართთა შემოსლვაჲ პატივსა მას.
ხოლო კუალად, რაჲთა ესენიცა წარმართთაგანნი მორწმუნენი არა მიენდვნენ სარწმუნოებასა ოდენ, ამისთჳს გუაუწყებს სასჯელსა მას ბოროტ-თა საქმეთასა, რომელი განმზადებულ არს ურწმუნოთათჳს, ამისთჳს, რომელ არა მოვიდეს სარწმუნოებად, ხოლო მორწმუნეთათჳს ცოდვილთა - არადამარხვისათჳს ნიჭისა მის, რომელი მიეცა ნათლის-ღებისაგან. რამე-თუ სამოსლად საქორწინედ საქმეთა უწესს და მოქალაქობასა. თქუას ვინმე, ვითარმედ: წოდებაჲ იგი მადლისა მისისაჲ იყო უსასყიდლოჲ, რაჲსათჳს უკუე ესრეთ რისხვით ეძიებს სამოსელსა საქორწინესა, რომელ არიან საქმენი კეთილნი? არამედ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან ესევითარისამან, ვითარმედ წოდებაჲ ქორწილსა მას და განწმედაჲ ცოდვათაგან უსასყიდლოდ იქმნების მადლისა მისისაგან, ხოლო ვინაჲთგან შეჰმოსოს სამოსელი სიწმიდისაჲ, მიერი...
...ენ ესე არა სარგებელ გეყო, არცა შეიკდიმეთ.
ხოლო რომელ თქუა, თუ: „წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ თქუენცა შემავალ ხართ, არამედ ამას ეტყჳს, ვი-თარმედ: უკუეთუ თქუენცა მოიქცეთ და გრწმენეს, გაქუნდეს სასოებაჲ შესლვისაჲ. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“. ; (20,16)
ამისთჳს მოიყვანნა მეზუერენი და მეძავნი სახედ, რაჲთა შეშურდეს მათ და მოიქცენ. რამეთუ ორნი იგი ცოდვანი ტრფიალებისაგან ბოროტისა იშვებოდეს: ერთი იგი ჴორცთაჲსა და მეორე საფასეთაჲსა; არამედ დაუტევეს მათ იგი და მოიქცეს, ჰრწმენა და განიწმიდნეს თავნი თჳსნი და ღირსად სასუფეველისა გამოჩნდეს. ხოლო თქუენ არცა პირველად გრწმენა, არცა უკუანაჲსკნელ შეინანეთ.
რამეთუ ბოროტ არს პირველითგან არა გამორჩევაჲ კეთილისაჲ, არა მედ ბოროტისა ქმნაჲ, ხოლო უმეტესი ბრალი არს სინანულადცა არა მოსლვაჲ, ვითარცა-იგი შეემთხჳა ჰურიათა, რომელნი ყოვლით კერძო ამპარტავანებითა და ზუაობითა შეპყრობილ იყვნეს, და არცა იოვანესი ჰრწმენა, არცა ქრისტესა შეუვრდეს, არცა პირველ გულისჴმა-ყვეს, არცა უკუანაჲსკნელ შეინანეს. ამისთჳს მიეცნეს სრულიადსა წარწყმედასა.
სწავლაჲ ჲზ სინანულისათჳს
ხოლო ჩუენ შორის ნუმცა ვინ არს ესევითარი, არამედ დაღაცათუ უკუანაჲსკნელსა მ...
...დედუფლისა მის ჰინდოეთისაჲ, უცხოთესლი და ბარბაროზი, მოვიდა აღმოსავალით და დასავალით და ღირს იქმნა აბრაჰამის თანა, ისაკისა და იაკობისა.
ესე საქმე აწცა ჩუენ ზე ფრიად იქმნების, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“. ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა არცა ცოდვილნი სასოწარკუეთილ იყვნენ, ვითარმცა ვერ ეძლო მოქცევად, არცა რომელთა ეგონოს დგომაჲ, უდებ იქმნენ, ვითარმცა არღარა შეემთხუეოდა დაცემაჲ. ამას იოვანეცა წინაჲთვე ქადაგებდა, ვი-თარმედ: „შემძლებელ არს ღმერთი ქვათა ამათგან აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“, არამედ მან, ვითარცა მონამან, ესრეთ განცხადებულად არა თქუა, ხოლო ქრისტემან, ვითარცა უფალმან და მეუფემან, განჩინებით ბრძანა, ვითარმედ: „მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა. ხოლო ძენი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.