თ ა რ გ მ ა ნ ი: ნანდჳლვე არა სწორად შეჰკრვენ მცირედნი საფასენი და მრავალნი გონებასა, არამედ იპოოს რაჲ კაცი ანგაჰრებისაგან ძლეულ, რაოდენცა საფასენი განმრავლდებოდინ, უმტკიცესითა საკრველითა შეიკრვის გული მისი, და უმეტესად აღეტყინების ტრფიალებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა, ვითარი ძალი აჩუენა ვნებამან მან, რამეთუ რომელი-იგი სიხარულით მოუჴდა უფალსა და ეძიებდა ცხორებასა საუკუნესა, უბრძანა რაჲ უფალმან დატევებაჲ საფასეთაჲ, ესოდენ შეაჭირვა და დაამძიმა, ვიდრეღა სიტყჳს-მიგებადცა ვერ უძლო, არამედ დუმილით წარვიდა მწუხარე და ფრიად მჭმუნვარე. ამისთჳსცა ისმინეთ უფლისაჲ:
სახარებაჲ მათესი 19:22
21. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.22. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.23. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
სახარებაჲ მათესი თავი 19